არამეული დამწერლობა — ჩრდილოეთსემიტური დამწერლობის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც გამოყენებულია მხოლოდ თანხმოვნებისათვის. ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.

სწრაფი ფაქტები არამეული დამწერლობა ...
არამეული დამწერლობა
ტიპი: კონსონანტური
ენები: არამეული ენა, ივრითი, სირიული ენა
დროის პერიოდი: ძვ. წ. 800 - 600
წინამორბედი დამწერლობები: პროტო-სემიტური დამწერლობა
 ფინიკიური დამწერლობა
  არამეული დამწერლობა
წარმოებული დამწერლობები: ებრაული დამწერლობა, ფეჰლავური დამწერლობა
Thumb
დახურვა

არამეული დამწერლობის უძველესი ნიმუშები ახლოს დგას ძველ ფინიკიურ და ძველ ქანაანურ დამწერლობებთან, თუმცა განსხვავებაც საკმაოდ ადრე იჩენს თავს; სახელდობრ, ზოგიერთი ასოს (b, d, r) თავშეკრული ნაწილები, რაც ადრინდელი სემიტურისათვის იყო დამახასიათებელი, აქ უკვე თავგახსნილად იწერება.

ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი გავრცელდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. მრავალი არამეული წარწერა ნაპოვნია პალესტინაში, ასურეთში, ირანში, ამიერკავკასიაში, კაპადოკიაში, ლიკიაში, ლიდიაში, კილიკიაში, ჩრდილოეთ არაბეთში, ეგვიპტეში, ავღანეთში, ინდოეთში და ა.შ.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.