![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/98/Apside_general_scheme.png/640px-Apside_general_scheme.png&w=640&q=50)
აპოცენტრი და პერიცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერიცენტრი და აპოცენტრი (ბერძნ. περί პერი — გარშემო, ახლოს, გვერდით; ბერძნ. από აპო — „-დან“, „-გან“ (რთული სიტყვის ნაწილი, გამოხატავს უარყოფას და რაღაცის ნაკლებობას), ლათ. centrum — ცენტრი) — ციური სხეულის ორბიტის უახლოესი და უშორესი წერტილები ცენტრალური სხეულიდან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/98/Apside_general_scheme.png/320px-Apside_general_scheme.png)
2 თანამგზავრის ორბიტა
3 დედამიწის თანამგზავრი
4 დედამიწის ეკვატორული ხაზი
5 დედამიწის ბრუნვის ღერძი
6 პერიგეა
7 აპოგეა
8 აფსიდათა ხაზი
მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος ჰელიოს — მზე). ასევე ფართოდ გამოიყენება ტერმინები პერიგეა და აპოგეა (აგრეთვე პერიგეუმი და აპოგეუმი; ბერძნ. περίγειος — „დედამიწის გვერდით“; ბერძნ. απόγεια — „დედამიწიდან“), რომელთაც დედამიწის ორბიტაზე მთვარესა და ხელოვნურ თანამგზავრის უახლოესა და უშორეს წერტილებს უწოდებენ.