From Wikipedia, the free encyclopedia
ანჯეი დუდა (პოლ. Andrzej Sebastian Duda; დ. 16 მაისი, 1972) — პოლონეთის პრეზიდენტი. იურისტი და ევროპარლამენტის წევრი.[1] პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კანონი და სამართლის პარტიიდან პოლონეთის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2] 2015 წლის 24 მაისს მან არჩევნებში დაამარცხა მისი წინამორბედი ბრონისლავ კომოროვსკი.
ანჯეი დუდა | |
პოლონეთის მე-6 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 6 აგვისტო 2015 |
პრემიერ-მინისტრი | ევა კოპაჩი ბეატა შიდლო |
წინამორბედი | ბრონისლავ კომოროვსკი |
დაბადებული | 16 მაისი, 1972 კრაკოვი, პოლონეთი |
პოლიტიკური პარტია | კანონი და სამართალი |
მამა | იან ტადეუშ დუდა |
დედა | იანინა დუდა |
მეუღლე | აგატა დუდა |
შვილები | კინგა დუდა |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია |
ხელმოწერა | |
საიტი | Official website |
ანჯეი დუდა დაიბადა კრაკოვში მეცნიერებისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის AGH უნივერსიტეტის პროფესორების, იანინა მილევსკას და იან ტადეუშ დუდას ოჯახში. ანჯეის ცოლი, აგატა კორნჰაუსერ-დუდა უმაღლესი სკოლის მასწავლებელია, რომელიც ასწავლის გერმანულს კრაკოვის იან III სობესკის უმაღლეს სკოლაში.[3] დუდას სიმამრი არის პოლონელ-ებრაელი მწერალი, თარჯიმანი და ლიტერატურული კრისიტიკოსი იულიან კორნჰაუსერი.[4]
ის სწავლობდა სამართლის ფაკულტეტზე იაგელონის უნივერსიტეტში. 2001 წლის ოქტომბერში დაინიშნა იაგელონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამართლის დეპარტამენტის პროფესორის თანაშემწედ. 2005 წლის იანვარში დუდამ მიიღო PhD-ის სამართლის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში.
მან თავისი პოლიტიკური კარიერა 2000-იანებამდე თავისუფლების კავშირის პარტიაში დაიწყო, მაგრამ 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობა დაიწყო კანონის და სამართლის პარტიასთან.[5] 2006 წლიდან 2007 წლამდე ის იყო იუსტისიის მინისტრის მოადგილე. 2007—2008 წლებში დუდა პოლონეთის სახელმწიფო სასამართლოს წევრი იყო. 2008—2010 წლებში ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს, ის პოლონეთის რესპუბლიკის კანცელარიის წევრი იყო. [6] 2010 წელს ანჯეი დუდა იყო წარუმატებელი კანდიდატი, რომ გამხდარიყო ადგილობრივი კრაკოვის პრეზიდენტი, როგორც PiS კანდიდატი,[7] მაგრამ მან დიდ წარმატებას მიაღწია 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მან მიიღო 79 981 ხმა კრაკოვში, ამგვარად გახდა სეიმის წარმომადგენელი.[8] 2014 წელს აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად.[9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.