ანტონიო კარლოს ჟობიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონიო კარლოს ჟობიმი (პორტ. Antônio Carlos Jobim, ნამდვილი სახელი — ანტონიუ კარლოს ბრაზილეირუ დე ალმეიდა ჟობიმ (Antônio Carlos Brasileiro de Almeida Jobim); დ. 25 იანვარი, 1927, რიო-დე-ჟანეირო — გ. 8 დეკემბერი, 1994, ნიუ-იორკი), ასევე ტომ ჟობიმი — ბრაზილიელი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი და ბოსა-ნოვას უდიდესი ლეგენდა. მისი კომპოზიციები შესრულებული ჟუან ჟილბერტოსთან ერთად დასაბამს აძლევს ბოსა-ნოვას ჟანრს 1960-იან წლებში.[12][13]
ანტონიო კარლოს ჟობიმი | |
---|---|
პორტ. Antônio Carlos Jobim | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანტონიუ კარლოს ბრაზილეირუ დე ალმეიდა ჟობიმ |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ტომ ჟობიმი |
დაბ. თარიღი | 25 იანვარი, 1927(1927-01-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო[10] |
გარდ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1994(1994-12-08)[2] [3] [4] [6] [7] [8] [9] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[11] |
დასაფლავებულია | რიო-დე-ჟანეირო |
ჟანრ(ებ)ი | ბოსა-ნოვა, ჯაზი, სამბა |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა, ვოკალი |
აქტიური | 1956–1994 |
ლეიბლ(ებ)ი | Verve, Warner Bros., Elenco, A&M, CTI, MCA, Philips, Decca, Sony |
ხელმოწერა | |
საიტი | www2.uol.com.br/tomjobim |
ანტონიო კარლოს ჟობიმი ვიკისაწყობში |
ჟობიმზე უდიდესი ზეგავლენა მოუხდენია პიშინგიას, ლეგენდარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, რომელმაც 1930-იან წლებში თანამედროვე ბრაზილიურ მუსიკის განვითარებას დაუდო დასაბამი.
ჟობიმმა სახელი გაითქვა მწერალ და პოეტ ვინისიუს დი მორაისთან „ორფეუ დე კარნავალ“-ისთვის (1956) მუსიკის დაწერის შემდეგ. ეს მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი გახდა კინოფილმში „შავი ორფეუსი“. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებისთვის ლირიკას დე-მორაესი წერდა.
ამერიკელმა ჯაზის მომღერლებმა ელა ფიცჯერალდმა და ფრენკ სინატრამ გამოიყენეს ჟობიმის სიმღერები საკუთარ ალბომებში Ella Abraça Jobim (1981) და Francis Albert Sinatra & Antonio Carlos Jobim (1967), შესაბამისად. ჟობიმი მას შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი.
ჟობიმი დაკრძალულია სან-ჟუან ბატისტას სასაფლაოზე რიო-დე-ჟანეიროში. რიოს საერთაშორისო აეროპორტი ჟობიმის სახელს ატარებს.