From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსა-ნოვა (პორტ. bossa nova) — ბრაზილიური მუსიკის სტილი, რომელიც 1950-იან წლებში შეიქმნა რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანისა და იპანემის ზღვისპირა უბნებში მცხოვრები სტუდენტებისა და მუსიკოსების მიერ. სახელი დაახლოებით ნიშნავს: „ახალი რითმი“ ან „ახალი გზა“. ბრაზილიაში თავდაპირველად ეს ჟანრი ცნობილი გახდა ჟუან ჟილბერტოს შესრულებული ანტონიო კარლოს ჟობიმისა და ცინისიუს დე მორაესის კომპოზიციით „ჩეგა დე სოდადე“ (პორტ. Chega de Saudade), რომლის ჩანაწერი 1958 წელს გამოვიდა.
მუსიკას ფესვები სამბაში აქვს თუმცა იფრო კომპლექსურია ჰარმონიის მხრივ და ნაკლებად პერკუსიული. ჟანრზე დიდი ზეგავლენა იქონია ქულ-ჯაზმა და მასიურად პოპულარული გახდა ბრაზილიასა და მთელს ლათინურ ამერიკაში. ჟანრს ასევე საკმაოდ ვრცელი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა 1959 წელს კინოფილმი „შავი ორფეუსი“-ს და 1960 წელს სტენ გეტსის ჩანაწერების გამოსვლის შემდეგ.
შეიძლება თუ არა ბოსა-ნოვას დაერქვას მიმდინარეობა დიდი დებატების საგანია. თუმცა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ ჟანრის წარმოშობა დიდი მოვლენა იყო ბრაზილიის მუსიკის ისტორიაში. მან შემოიტანა მუსიკაში კომპლექსური ჰარმონიები, დააახლოვა ლირიკა მუსიკასთან, ხოლო არანჟირება - მუსიკალურ ფორმასთან. მან თავის მხრივ ზეგავლენა იქონია შედარებით გვიანდელ მიმდინარეობაზე ტროპიკალია. ბოსა ნოვას რეპერტუარი ძირითადად შედგება სიმღერებისგან, მაშინ როცა მსგავსი ხმოვანების ინსტრუმენტალური მუსიკა სამბა-ჯაზის ჟანრს მიეკუთვნება.
უეჭველად ბოსა ნოვას ყველაზე ცნობილი სიმღერა არის ანტონიო კარლოს ჟობიმის „გოგონა იპანემადან“ (A Garota de Ipanema), პორტუგალიურ და ინგლისურ ვარიანტებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.