ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Henri Jules de Bourbon-Condé; დ. 29 ივლისი, 1643 — გ. 1 აპრილი, 1709) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი II-ის ვაჟი. კონდეს პრინცი 1686-1709 წლებში. ჰქონდა კლინიკური ლიქანთროპია და ახასიათებდა შეშლილის თვიბები.

სწრაფი ფაქტები ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე, კონდეს პრინცი ...
ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე
Thumb
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 11 ნოემბერი, 1686
მმართ. დასასრული: 1 აპრილი, 1709
წინამორბედი: ლუი II
მემკვიდრე: ლუი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივლისი, 1643
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 1 აპრილი, 1709, (65 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანა ჰენრიეტა კურპფალცელი
(ქ. 1663)
შვილები: მარი ტერეზი, კონტის პრინცესა
ლუი III, კონდეს პრინცი
ანა მარი, მადმუაზელ კონდე
ლუიზ ბენედიქტა, მაინის ჰერცოგინია
მარი ანა, ვენდომის ჰერცოგინია
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი II, კონდეს პრინცი
დედა: კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Thumb
დახურვა

ბიოგრაფია

ანრი ჟიული დაიბადა 1643 წლის 29 ივლისს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი II-ისა და მისი მეუღლის, კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზის უფროსი და ერთადერთი გადარჩენილი შვილი. იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილი და მასზე ხუთი წლით უმცროსი იყო. იგი მშობლებთან ერთად იზრდებოდა ჯერ ოტელ დე კონდეში, შემდეგ კი შატო დე შანტილში. დედამისი იყო გამოჩენილ კარდინალ რიშელიეს დის შვილი. იგი მოინათლა სენ-სალპის ეკლესიაში, დაბადების დღესვე.

1646 წელს მისი ბაბუის, ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისი ლუი II კონდეს პრინცი ხდება, თავად ანრი ჟიულს კი ენგიენის ჰერცოგობა მიენიჭა.

Thumb
ანრი ჟიულის მეუღლე, ანა ჰენრიეტა კურპფალცელი

მთელი ცხოვრების მანძილზე ანრი ჟიული ფსიქიკურად არასტაბილური იყო. იგი იყო დაბალი, შეუხედავი, დაჩაგრული და ბუნებით სასტიკი.

1673 წლიდან ანრი ჟიული ფრანგულ არმიაში წევრიანდება და მამასთან ერთად იბრძვის ჰაბსბურგების წინააღმდეგ რაინის ფრონტზე. მან ბრძოლაში თავი ისახელა და მამაც გადაარჩინა, რომელიც გერმანელებმა ცხენიდან ჩამოაგდეს.

თავდაპირველად მის საცოლედ განიხილებოდა მეფე ლუი XIII-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონის შუათანა ასული ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი, თუმცა საპატარძლომ უარი თქვა ქორწინებაზე სასიძოს ცნობილი გამოხტომების გამო. მალევე იგი დანიშნეს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ვაჟის, პფალცის კურფიურსტ ედუარდისა და მისი ცოლის, ანა გონძაგას ასულ ანა ჰენრიეტა კურპფალცელზე. ახალგაზრდა პრინცესა დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა და ბევრი მთხოვნელიც არ ჰყავდა, ამიტომაც მისმა მშობლებმა სასიძოს ხასიათის მიუხედავად მისი ანრი ჟიულზე დაქორწინება გადაწყვიტეს. ანა ჰენრიეტასა და ანრი ჟიულის ქორწინება 1663 წლის 11 დეკემბერს შედგა პარიზში. მრავალწლიანი და არც ისე ბედნიერი ქორწინებიდან წყვილს ათი შვილი შეეძინა. ცნობილია, რომ ანრი ჟიული, რომელსაც საშინელი ბრაზისაკენ მიდრეკილება ჰქონდა, ხშირად სცემდა თავის ჩუმ მეუღლეს.

1686 წლიდან ანრი ჟიული კონდეს პრინცი ხდება. მან საყვარელიც კი გაიჩინა, რომელთანაც შეეძინა ერთი უკანონო ქალიშვილი, სახელად ფრანსუაზ შარლოტი, რომლის ლეგიტიმაციაც 1693 წელს მოხდა.

ანრი ჟიული გარდაიცვალა 1709 წლის 1 აპრილს, 65 წლის ასაკში.

შვილები

მეტი ინფორმაცია სახელი, სურათი ...
სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარი ტერეზი Thumb 1 თებერვალი, 1666,

პარიზი, საფრანგეთი

22 თებერვალი, 1732,

პარიზი, საფრანგეთი,

(66 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კონტის პრინცსა და პოლონეთის ტიტულარულ მეფე

ფრანსუა ლუის, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა.

ანრი Thumb 5 ნოემბერი, 1667,

პარიზი, საფრანგეთი

5 ივლისი, 1670,

პარიზი, საფრანგეთი,

(2 წლის)

ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ლუი III Thumb 10 ნოემბერი, 1668,

პარიზი, საფრანგეთი

4 მარტი, 1710,

ვერსალი, საფრანგეთი,

(41 წლის)

კონდეს პრინცი, ენგიენისა და ბურბონის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლუი XIV-ის

ასული ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი.

ანა Thumb 11 ნოემბერი, 1670,

პარიზი, საფრანგეთი

27 მაისი, 1675,

პარიზი, საფრანგეთი,

(4 წლის)

მადმუაზელ დე ენგიენი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ანრი Thumb 3 ივლისი, 1672,

სენ-ჟერმენ-ან-ლაი,

საფრანგეთი

6 ივნისი, 1675,

პარიზი, საფრანგეთი,

(2 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ლუი ანრი Thumb 9 ნოემბერი, 1673,

პარიზი, საფრანგეთი

21 თებერვალი, 1677,

პარიზი, საფრანგეთი,

(3 წლის)

ლა მარშის გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
ანა მარი Thumb 11 აგვისტო, 1675,

პარიზი, საფრანგეთი

23 ოქტომბერი, 1700,

აიზნიერი, საფრანგეთი,

(25 წლის)

მადმუაზელ დ'ენგიენი. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
ლუიზ

ბენედიქტა

Thumb 8 ნოემბერი, 1676,

პარიზი, საფრანგეთი

23 იანვარი, 1753,

პარიზი, საფრანგეთი,

(76 წლის)

ცოლად გაჰყვა ლუი XIV-ის ვაჟს, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტს, რომელთანაც შეეძინა

ორი ვაჟი.

მარი ანა Thumb 24 თებერვალი, 1678,

პარიზი, საფრანგეთი

11 აპრილი, 1718,

პარიზი, საფრანგეთი,

(40 წლის)

ცოლად გაჰყვა ანრი IV-ის შვილთაშვილს, ვენდომის ჰერცოგ ლუი ჟოზეფს, თუმცა

შვილები არ ჰყოლია

უსახელო

გოგონა

Thumb 17 ივლისი, 1679,

პარიზი, საფრანგეთი

17 სექტემბერი, 1680,

პარიზი, საფრანგეთი,

(1 წლის)

მადმუაზელ დე კლერმონი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
დახურვა

ტიტულატურა

  • 29 ივლისი 1643 - 26 დეკემბერი 1646: ალბრეს ჰერცოგი;
  • 26 დეკემბერი 1646 - 11 ნოემბერი 1686: ენგიენის ჰერცოგი;
  • 11 ნოემბერი 1686 - 1 აპრილი 1709: კონდეს პრინცი;

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.