![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/Shaddadid.gif/640px-Shaddadid.gif&w=640&q=50)
ანისის საამირო
From Wikipedia, the free encyclopedia
ანისის საამირო — შუა საუკუნეების მუსლიმანური საამირო სამხრეთ კავკასიაში. მოიცავდა თანამედროვე სომხეთის ცენტრალურ და თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს (ყარსის პროვინცია). დედაქალაქი ანისი. შეიქმნა 1072 წელს და იარსება 1199 წლამდე, იქამდე სანამ საქართველოს სამეფოს ფარგლებში მოექცეოდა. საამიროს ქურთული წარმომავლობის შედადიანთა დინასტიის ანისის განშტოების წარმომადგენლები მეთაურობდნენ, რომლებიც თავიდანვე სელჩუკთა სახელმწიფოს ვასალობას ცნობდნენ. საამიროზე გაბატონება ხშირად გამხდარა ქართულ-სელჩუკური კონფლიქტის მიზეზი.