ანისი
შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum[1][2]) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.
ანისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქალაქ ანისის ნანგრევები | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა |
კოორდინატები | 40°30′27″ ჩ. გ. 43°34′22″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (40-ე სესია) |
ნომერი | 1518 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს[3], მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით[4][5].
თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს[6]. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა[7].