ანთროპოსოფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ანთროპოსოფია — სულიერი ფილოსოფია, დაფუძნებული რუდოლფ შტაინერის მიერ, რომელსაც თანამედროვეობაში მოჰყავს ცენტრალური ევროპის სულიერი ტრადიციები[1]. ეს ფილოსოფია განიხილავს ობიექტური, გონებრივად აღსაქმელი სულიერი სამყაროს არსებობას, რომლის პირდაპირი წვდომაც შესაძლებელია შინაგანი განვითარებით — უფრო სპეციფიკურად გრძნობადი განცდებისაგან დამოუკიდებელი აზროვნების ფორმის ცნობიერად გამომუშავებით[2][3]. სულიერი სამყაროს კვლევაში ანთროპოსოფია ისახავს ფიზიკური სამყაროს საბუნებისმეტყველო-მეცნიერული კვლევების დარი სიზუსტის და სიცხადის მიღწევას[2].
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d0/First_Goetheanum.jpg/320px-First_Goetheanum.jpg)
ანთროპოსოფიური საზოგადოების საერთაშორისო ცენტრი გოეთეანუმი მდებარეობს დორნახში, შვეიცარიაში.