![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/Steiner_um_1905.jpg/640px-Steiner_um_1905.jpg&w=640&q=50)
რუდოლფ შტაინერი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუდოლფ იოზეფ ლორენც შტაინერი (გერმ. Rudolf Joseph Lonz Steiner; დ. 25 თებერვალი ან 27 თებერვალი, 1861 — გ. 30 მარტი, 1925) — ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი. სახელი მოიხვეჭა XIX საუკუნის ბოლოს როგორც ლიტერატურის კრიტიკოსმა. გამოქვეყნებული აქვს ფილოსოფიური შრომა „თავისუფლების ფილოსოფია“. XX საუკუნის დასაწყისში დააარსა ეზოტერიკულ-სპირიტუალური მოძრაობა ანთროპოსოფია.