სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ანთოკი[3] — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, საგარეჯოდან 6 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ანთოკი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გიორგიწმინდა |
კოორდინატები | 41°44′30″ ჩ. გ. 45°22′38″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მეტრი |
მოსახლეობა | 73 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | 3803[2] |
არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ სოფლის ტერიტორია ადამიანის საცხოვრისს უძველესი დროიდან წარმოადგენდა. ბუნებრივი პირობები აქ ხელს უწყობდა მევენახეობის, მემინდვრეობის, განსაკუთრებით, მეცხოველეობის განვითარებას.
საქართველოს ერთიანობის ხანაში ანთოკი საკათალიკოსო სოფელია. ასეთად ჩანს იგი მომდევნო ხანებშიც. სიგელგუჯრებში ხაზგასმულია, რომ ანთოკზე, კათალიკოსის გარდა, „სხვას არავის ხელი არა აქვს.“ XVII საუკუნეში, მტრის გამუდმებული შემოსევების შედეგად, სოფელი გაპარტახებულა და მოსახლეობაც საგრძნობლად შეთხელებულა. მოგვიანებით ანთოკის მოსახლეობა, თიანეთიდან ჩასახლებულების ხარჯზე, კვლავ გაზრდილა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფელი რუსთავის სადროშოში შედიოდა და ბრძოლის დროს რუსთაველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.
საბჭოთა პერიოდში ანთოკი გაერთიანებული იყო გიორგიწმინდის სარძეო-სასაქონლო მეურნეობაში. აქ ფუნქციონირებდა ფერმა-ქარხანა, რომელიც რძის პროდუქციას უშვებდა. სოფელში ამჟამად წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მეფრინველეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.