From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრეს დე სანტა-კრუსი (ესპ. Andrés de Santa Cruz, 5 დეკემბერი, 1792, ლა-პასი, ბოლივია — 25 სექტემბერი 1865, სენ-ნაზერი, საფრანგეთი) - სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ბოლივიისა და პერუს პრეზიდენტი, ესპანეთის სამეფოს არმიის პოლკოვნიკი, მარშალი.
ანდრეს დე სანტა-კრუსი | |
პერუს მე-7 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 იანვარი 1827 – 9 ივნისი 1827 | |
წინამორბედი | სიმონ ბოლივარი |
მემკვიდრე | მანუელ სალაზარ ი ბაკიხანო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 აგვისტო 1836 – 25 აგვისტო 1838 | |
წინამორბედი | ფელიპე სანტიაგო სალავერი |
მემკვიდრე | აგუსტინ გამარა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი 1829 – 20 იანვარი 1839 | |
წინამორბედი | ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო |
მემკვიდრე | ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ოქტომბერი 1836 – 20 იანვარი 1839 | |
დაბადებული | 5 დეკემბერი 1792 ლა-პასი ბოლივია |
გარდაცვლილი | 25 სექტემბერი 1865 სენ-ნაზერი საფრანგეთი |
მეუღლე | ფრანცისკა სერნადასი |
ანდრეს დე სანტა-კრუსი დაიბადა 1792 წლის 5 დეკემბერს ლა-პასში, მდიდარი მემამულის ოჯახში. მამამისი ესპანელი იყო, ხოლო დედა - ინდიელი. განათლება მიიღო ლა-პასის დედათა მონასტერში, შემდეგ სწავლობდა ქალაქ კუსკოს სემინარიაში. 1809 წელს მიატოვა სასწავლებელი და დაბრუნდა ლა-პასში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოაწყო ესპანეთის არმიის დრაგუნთა პოლკში. 1820 წელს შეუერთდა ამერიკაში ესპანეთის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს. იბრძოდა ხოსე სან-მარტინისა და სიმონ ბოლივარის არმიებში. 1821 წლის 17 თებერვალს, როდესაც სიმონ ბოლივარი გახდა პერუს პრეზიდენტი, ანდრეს სანტა-კრუსი შეუერთდა მის არმიას და გახდა პერუს დივიზიონის შტაბის მეთაური. 1827 წლის 27 იანვარს სიმონ ბოლივარის კოლუმბიაში გადასვლის შემდეგ კი გახდა პერუს მეშვიდე პრეზიდენტი.
1829-1839 წლებში სანტა-კრუსი ბოლივიის პრეზიდენტია. 1836-1839 წლებში კი თავი პერუ-ბოლივიის კონფედერაციის პროტექტორად გამოაცხადა. კონფედერაციის წინააღმდეგ ჩილეს შეიარაღებული გამოსვლის შემდეგ კონფედერაცია დაიშალა. 1843 წელს ანდრეს სანტა-კრუსი კვლავ შეეცადა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, მაგრამ დამარცხდა და საფრანგეთში გადასახლდა სადაც გარდაიცვალა კიდეც 1865 წელს 72 წლის ასაკში.
წინამორბედი: ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო |
ბოლივიის პრეზიდენტი 1829-1839 |
შემდეგი: ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.