ანატოლი ილინი
რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანატოლი ილინი (რუს. Анато́лий Миха́йлович Ильи́н; დ. 27 ივნისი, 1931, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 10 თებერვალი, 2016, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის (1952, 1953, 1956, 1958, 1962) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1958) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1][2] საპატიო ნიშნის ორდენისა (1957) და მეგობრობის ორდენის კავალერი (1997).
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანატოლი მიხეილის ძე ილინი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
10 თებერვალი, 2016 (84 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945 | პიშჩევიკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1949–1962 | სპარტაკი | 224 | (83) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952–1959 | სსრ კავშირი | 31 | (16) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ პირველ ნომრად.[3][4]