From Wikipedia, the free encyclopedia
ანატოლია, მცირე აზია (თურქ. Anadolu; ბერძ. Aνατολή [Αnatolē] ან Ανατολία [Anatolìa] — „მზის ამოსვლა“ ან „აღმოსავლეთი“) — რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ აზიაში, რომელიც ამჟამად თურქეთის აზიურ ნაწილს ჰქვია. (თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია). თურქული სიტყვა Anadolu ბერძნული ვერსიიდან არის გადმოღებული. ქვეყნის ამ ნაწილს ასევე ლათინურად უწოდებენ Asia Minor-ს.
გარშემორტყმულია შავი, მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებით, ასევე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით. მისი აღმოსავლეთი საზღვარი გადის სომხეთის მთიანეთსა და მდინარე ევფრატზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით იცვლის მიმართულებას და მესოპოტამიაში ჩაედინება. ანატოლია ისტორიულად მნიშვნელოვანი მაკავშირებელი იყო ევროპასა და აზიას შორის და წარმოადგენდა კულტურათა გადაკვეთის წერტილს.[1][2]
რეგიონი გამოირჩევა რთული რელიეფით, სადაც დომინირებს ანატოლიის ზეგანი, რომელიც ჩრდილოეთით პონტოს და სამხრეთით ტავრის მთებითაა შემოფარგლული. გეოლოგიურად, ანატოლია გამოეყო ბალკანეთის ნახევარკუნძულს, რამაც მარმარილოსა და ეგეოსის ზღვების წარმოქმნა გამოიწვია. რეგიონი სეისმურად აქტიურია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში.[3]
1941 წელს თურქეთის პირველ გეოგრაფიულ კონგრესზე, ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილს „აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი“ ეწოდა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა დასავლეთ სომხეთის ისტორიული სახელწოდების და კულტურული კავშირის გაქრობას, რაც სომხების გენოციდის შემდეგ თურქეთის ნაციონალისტური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა. მთა არარატი, რომელიც ამ რეგიონში მდებარეობს, სომხური კულტურის სიმბოლოა და ანატოლიისა და სომხეთის ზეგანის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს.[4]
აზიისა და ევროპის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანატოლია რამდენიმე ცივილიზაციის დასაბამი გახდა პრეისტორიული პერიოდიდან, ნეოლითური დასახლებებით Çatalhöyük (ნეოლითური თიხისწარმოება), Çayönü (თიხამდელი ნეოლითიდან), Nevali Cori (თიხამდელი ნეოლითი), Hacilar (ნეოლითური თიხისწარმოება), Göbekli Tepe (თიხამდელი ნეოლითი). ტროას დასახლება ნეოლითურ ხანაში იწყება და რკინის ხანაში გრძელდება. უდიდეს ცივილიზაციათაგან, რომელთაც აქ დასახლება ჰქონიათ ანდა დაუპყრიათ იყვნენ ხურიტები, ხათები, ხეთები, ჰუნები, კოლხები, იბერიელები, სკვითები, კიმერიელები, კელტები, ფრიგიელები, ლიდიელები, ლუვიელები, ბერძნები, რომაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, სპარსელები, არაბები, ქურთები, სელჯუკები და ოსმალები.
ჩვ. წ. III ათასწლეულში ანატოლიაში ფეხი მოიკიდეს ინდოევროპულმა ტომებმა (ლუკიელებმა, ნესიტებმა და სხვა). ჩვ. წ. II ათასწლეულში ანატოლია ხეთების სახელმწიფოში შედიოდა. ჩვ. წ. I ათასწლეულში აქ ფრიგიის სამეფო იყო. ანატოლია, ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოში, ხოლო ძვ. წ. II საუკუნეში შედიოდა რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში. XI საუკუნემდე ანატოლიაში ბიზანტია დომინირებდა, ხოლო XI საუკუნიდან ანატოლია სელჩუკებმა დაიპყრეს და აქტიურად დაიწყეს თურქული ტომების ჩასახლება. სელჩუკთა სახელმწიფოს (რუმის სასულთნოს) დაშლის შემდეგ XIV-XV საუკუნეებში ანატოლია დაიპყრეს თურქ-ოსმალებმა. ამ დროის ანატოლია ეწოდებოდა, როგორც მთელ მცირე აზიას, ისე ვილაიეთს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.