From Wikipedia, the free encyclopedia
ალ-ფუჯაირა (არაბ. الفجيرة) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ომანის ყურის სანაპიროზე. ალ-ფუჯაირას ეკუთვნის დიბბა და მასაფი.
ალ-ფუჯაირა მე -7 ყველაზე დასახლებული ქალაქია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 2016 წელს ქალაქში 97 226 ადამიანი ცხოვრობდა.[1]
ქალაქის ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს არაბთა გაერთიანებული საამიროების პირდაპირ გასვლას ინდოეთის ოკეანეზე, სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ნავთობის შესანახი ცილინდრული ავზები.
ალ-ფუჯაირა არის საამიროს მთავარი ბიზნეს და კომერციული ცენტრი, მაღალი საოფისე შენობებით (მაგალითად, ფუჯაირას კოშკი) ჰამად ბინ აბდულას ქუჩაზე.
ფუჯაირას თავისუფალი ზონა მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით.[2] Creative City არის თავისუფალი მედია ზონა შეიხ ხალიფას გზატკეცილიდან დასავლეთით.
ალ-ფუჯაირაში ფუნქციონირებს არაერთი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის City Center Fujairah, რომელიც 2012 წელს გაიხსნა.[3]სხვა სავაჭრო ცენტრებია: Fujairah Mall (გაიხსნა 2016 წელს), LuLu Mall (გაიხსნა 2014 წელს) და Century Mall. [3] ბაზრებიდან აღსანიშნავია ცენტრალური ბაზარი, ქსოვილების ბაზრობა, თევზისა და ბოსტნეულის ბაზარი.
ალ-ფუჯაირაში მდებარეობს ფუჯაირას უნივერსიტეტი
სკოლები:
სკოლებისა და კოლეჯების ჩამონათვალი: https://dubaiofw.com/schools-in-fujairah/
ქალაქ ალ-ფუჯაირაში მდებარეობს რესტავრირებული ალ-ფუჯაირას ციხესიმაგრე, ალ-ფუჯაირას მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1991 წელს. მუზეუმში გამოფენილია ქალაქის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, ასევე ადგილობრივი ხელოსნების ტრადიციული ნაკეთობები სხვადასხვა ეპოქიდან. მუზეუმი რამდენიმე დარბაზისგან შედგება. წარმოდგენილია ტანსაცმელი, სამკაულები, არის სანელებლებისა დარბაზი, ასევე მედიცინის დარბაზი სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებით, რომელსაც იყენებდნენ უძველესი დროიდან. [3] საამიროს წარსულს გადმოსცემს მადაბის მინერალური წყაროების სიახლოვეს მდებარე Fujairah Heritage Village. საამიროს ადმინისტრაციული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა შეიხ ზაიდის დიდი თეთრი მეჩეთი. ის სიდიდით მეორეა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ქალაქის ცენტრში მდებარე მეჩეთის დანახვა სხვადასხვა კუთხიდან არის შესაძლებელი.[4] მეჩეთი დაახლოებით 28,000 მორწმუნეს იტევს.[3]
ქალაქის ფართო ნათელ ქუჩებზე განთავსებულის მაღლივი შენობები და ბიზნეს ცენტრები, სანაპირო ზოლზე არის სასტუმროები და პლაჟები.
დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს 1670 წელს აშენებული ციხესმაგრის ნანგრევები. 2000 წელს აქ ჩატარდა მასშტაბური რეკონსტრუქცია. ციხესმაგრე სამი ნაწილისაგან შედგება.. დაყოფილია დარბაზებად. მის გარშემო ძველი ქალაქის დანგრეული შენობებია. სამხრეთ-დასავლეთით არის შუა საუკუნეების ციხე ალ-ხაილი , რომელიც გასული საუკუნის შუა ხანებამდე იყო ალ-ფუჯაირას ემირის რეზიდენცია, ამიტომ შენობა შესანიშნავად არის დაცული. ნავსადგურის ტერიტორიას ამშვენებს კოშკი.
ალ-ფუჯეირაში პარასკეობით იმართება გასართობი სანახაობა ხარების უსისხლო ბრძოლა.
ქალაქის მახლობლად მწვანე ხეობაში მდებარეობს მინერალური წყლები აინ-გომური. სამკურნალო თვისებების მქონე წყლით მკურნალობენ კანის დაავადებებს, ნერვულ სიტემას, სახსრებს.
ბოლო დროს ალ-ფუჯაირაში განვითარება დაიწყო სამედიცინო ტურიზმმა.
შეიხ ხალიფა ბინ ზაიდის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ასევე ცნობილი როგორც შეიხ ხალიფას გზატკეცილი) -ორმხრივი გზა,აკავშირებს ალ-ფუჯაირას დუბაისთან და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა ადგილებთან.[5]
ქალაქს აქვს საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი.
საამიროს მთავარი აეროპორტი, ალ-ფუჯაირას საერთაშორისო აეროპორტი, მდებარეობს ალ-ფუჯაირას სამხრეთით. ამჟამად ის მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.
დიბბა ალ-ფუჯაირადან მდებარეობს 1 საათის სავალზე. 52 კილომეტრში. ის ასევე ისტორიული ცენტრია. არქეოლოგიურიმა გათხრებმა აჩვენა, რომ აქ დასახლებები ჯერ კიდევ რკინის ხანაში იყო. დიბბა წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს. ვაჭრები ჩადიოდნენ შუა აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.