From Wikipedia, the free encyclopedia
ალ-ბუქაიის ბრძოლა — ბრძოლა ქრისტიანთა გაერთიანებულ ლაშქარსა და ზენგიდებს შორის. გაიმართა 1163 წელს, ბექაას ხეობაში. ჯვაროსანთა არმიამ ამალრიკ I-ის სარდლობით დაამარცხა ნურ ალ-დინ ზანჯი. ბრძოლის შემდეგ ლათინურ სახელმწიფოებს მცირე ხნით მოუწიათ მასლიმთა თავდასხმების გარეშე ცხოვრება.
ალ-ბუქაიის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
XIII საუკუნის მინიატიურა ვილჰელმ ტვიროსელის ნაწარმოებიდან „Histoire d'Outremer“. გამოსახულია ნურ ალ-დინ ზანჯის გაქცევა ბრძოლიდან | |||
თარიღი | 1163 | ||
მდებარეობა | ბექაას ხეობა (დღევანდელი ლიბანი) | ||
შედეგი | ჯვაროსანთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ალ-ბუქაიის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ფრანგული სამეფოებისთვის ნურ ალ-დინ ზანჯი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო, რომელიც ოდესმე ჰყოლიათ. მან თავისი სამხედრო მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ალეპოს ამირამ. თანდათან გააფორთოვა საზღვრები მეზობელი ქრისტიან და მუსლიმ სახელმწიფოთა ხარჯზე და 1154 წელს ხელში ჩაიგდო დამასკო. 1157 წელს ჰულის ტბის ბრძოლაში დაამარცხა ჯვაროსნები, მაგრამ თვითონ ძალიან ცუდად (ავად) გახდა. ამან ფრანკებს საშუალება მისცა ძალები მოეკრიბათ და ტიერი ელზასელისა და პილიგრიმთა არმიის საშუალებით დაეპყროთ ჰარიმის ციხესიმაგრე ერთი წლის შემდეგ. თუმცა შაიზარზე შეტევა უშედეგო აღოჩნდა, რადგან ანტიოქიის მთავარს — რენო დე შატიიონს კონფლიქტი მოუვიდა სხვა ფრანკებთან. ამის შემდეგ შაიზარი ზანჯის საკუთრებაში გადავიდა. 1158 წელს ტიერსა და ბალდუინ III-ს ზანჯისთან ჰქონდათ ბრძოლა ბუტაიჰთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტიბერიაში.[1] 1160 წელს ზანჯიმ დაატყვევა რენო დე შატიიონი, რომელიც ტყვეობაში დარჩა მომდევნო 16 წელი. 1161 წლის დეკემბერში ბიზანტიის იმპერატორმა მანუელ I კომენოსმა მარია ანტიოქელზე იქორწენა. ამ მოვლენამ ანტიოქია იმპერიის მფარველობაში მოაქცია.[2]
ორივემ, ამალრიკმაც და ზანჯიმაც იცოდა, რომ ფატიმიანთა ეგვიპტე დასუსტდა და მისი მმართველობა დაქვეითდა. სულთან ალ-ზაფირის მკვლელობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შემდეგ, შავარმა აიღო ხელში ძალაუფლება, მაგრამ მალევე ჩამოაგდეს და მან დასახმარებლად ნურ ალ-დინს მოუხმო. არც ლათინი მეფე და არც მუსლიმი ამირა არ გაუშვებდნენ შანსს, რათა ხელში ჩაეგდოთ მდიდარი ეგვიპტე. ამ მიზნით ზანჯიმ გაგზავნა თავისი სარდალი შირკუჰი ჯარით, რათა ეგვიპტის ვეზირისთვის დაეჭირა მხარი.[3]
შირკუჰის ეგვიპტური კამპანიის დროს, ზანჯიმ იერიში მიიტანა ლიბანზე. მეფე ამალრიკმა წაიყვანა ჯარი, რათა დახმარებოდა თავის ჩრდილოელ ვასლებს — ბოემონდ III ანტიოქელს და რაიმუნდ III ტრიპოლელს. ამ დროს ფრანგი პილიგრიმების ჯგუფი, ჰუგო VIII დე ლუზინიანის და ჯოფრი მარტელის (გიიომ IV ანგულემელის ძმა) მეთაურობით ჩამოსულნი იყვნენ წმინდა მიწის მოსალოცად. ეს არმია იერუსალიმის მეფეს შეუერთდა. ამასთანავე კონსტანტინე კალამანი — კილიკიის ბიზანტიელი მმართველი თავისი ბერძენი ჯარისკაცებით შეუერთდა ჯვაროსნებს. ზანჯი არ იყო მზად ასეთი დიდი რაოდენობის მტერთან საბრძოლველად და მისმა არმიამ მარცხი განიცადა. ორივე, მუსლიმთა და ფრანკთა არმია გაოცებული დარჩა ბიზანტიელთა (ბერძენთა) ბრძოლის ხარისხით.[4] ბრძოლის უარყოფითმა შედეგმა ზენჯი შურისსაძიებლად განაწყო.[5]
მას შემდეგ, რაც ამალრიკმა ჩრდილოეთ საზღვარი დაცულად იგრძნო, იგი არმიით ეგვიპტეში შეიჭრა. ეგვიპტეში იბრძოდა სამი ძალა: ფრანკები (ჯვაროსნები), შირკუჰი და შავარი, ეს უკანასკნელი — ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის. 1164 წელს ამალრიკმა შირკუჰი ეგვიპტიდან გააძევა, მაგრამ მან უარი თქვა ეგვიპტურ კამპანიაზე, რადგან ჩრდილოეთში შეიჭრა ზანჯი. შემდეგი დიდი შეჯახება ჯვაროსნებსა და მუსლიმებს შორის იყო ჰარიმის ბრძოლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.