From Wikipedia, the free encyclopedia
ალპური თოვლა მემინდვრია (ლათ. Chionomys nivalis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზაზუნასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 13 სმ-მდეა, კუდისა — 7 სმ. სხეული შეფერილია ჩალისფერ-რუხად. კუდი ერთი ფერისაა, ბაცია. ფეხებიც უფრო ბაცი შეფერილობისაა, ვიდრე სხეული. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, ამიერკავკასიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 3800 მ სიმაღლემდე გვხვდება ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედზე, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და სხვაგან. ძირითადად სუბალპური და ალპური ზონების ბინადარია. ცხოვრობს მდელოებზე, კლდოვან ადგილებზე, ქვაყრილებზე, სადაც იკეთებს ბუდეს. იკვებება ნაირგვარი ბალახებით. საზამთროდ იმარაგებს ბალახოვან მცენარეებს და მათ თესლებს. მრავლდება წლის თბილ პერიოდში და ორჯერ გამრავლებას ასწრებს. თითოეულ ჯერზე შობს ექვსამდე ნაშიერს. აზიანებს მთის მდელოების მცენარეულობას, მაგრამ მცირე რაოდენობის გამო უმნიშვნელო ზარალი მოაქვს.[1]
ალპური თოვლა მემინდვრია | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Chionomys nivalis (Martins, 1842) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 4659 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.