ალორ-სეტარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალორ-სეტარი (ჯავი: الور ستار) — კედაჰის შტატის დედაქალაქი. იგი სიდიდთ მეორე ქალაქია შტატის მასშტაბით, სუნგაი-პეტანის შემდეგ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს მალაიზიის მესამე უმაღლესი სატელეკომუნიკაციო კოშკი ალორ-სეტარის კოშკი.ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ალორ-სეტარი | |||
| |||
ქვეყანა | მალაიზია | ||
კოორდინატები | 6°07′00″ ჩ. გ. 100°22′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1735 | ||
ფართობი | 160 კმ² | ||
მოსახლეობა | 217 000 (2009) | ||
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | ||
საფოსტო ინდექსი | 05000–05999 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.mbas.gov.my/ | ||
| |||
ალორ-სეტარი მალაიზიიდან ტაილანდისკენ მთავარ სამოგზაურო დერეფანში მდებარეობს, რამაც მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქის მთავარ სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ალორ-სეტარი ქვეყნის უგრძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთანაა გაშლილი, რომელიც კუალა-ლუმპურიდან 430 კმ-ის დაშორებით, ხოლო ჯოჯთაუნიდან 79 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ტაილანდიდან ალორ-სეტარამდე მიღწევა პადანგ-ბესარი-სადაოს მაგისტრალის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც სადაოდან 51.8 კმ-ის, ხოლო ატ-იაიდან 106 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქი 1785 წელს დაარსდა კოტა-სეტარის სახელწოდებით. ალორ-სეტარი დიდი ხნის მანძილზე ატარებდა კედაჰის შტატის დედაქალაქის სტატუსს და კედაჰელი მალაიელების კულტურული ცენტრია. ქალაქი ბრიტანეთის მალაიის სატრანსპორტო ისტორიის პიონერიცაა. 1915 წელს სარკინიგზო სადგური გაიხსნა, ხოლო 1929 წელს ― აეროპორტი.
ალორ-სეტარში მდებარეობს შტატის ცენტრალური ადმინისტრაციული ცენტრი და კოტა-სეტარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. დღეისთვის ქალაქის ფართობი 666 კმ²-ია. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ალორ-სეტარის მოსახელეობა 400 000 ადამიანს აჭარბებს. ადგილობრივი მმართველობის დონეზე ქალაქს ალორ-სეტარის საქალაქო საბჭო მართავს.[1]
ალორ-სეტარში ინდონეზიის ორი პრემიერ-მინისტრი დაიბადა: ტუნკუ აბდულ რაჰმანი ― დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის პირველი პრემიერ-მინისტრი და მალაიზიის პრეზიდენტი 1962-1986 წლებში[2] და მაჰათჰირ მოჰამადი ― პრემიერ-მინისტრი 1981-2003 და 2018-2020 წლებში.[3]