ალიანსი შვედეთისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ალიანსი შვედეთისთვის (შვედ. Allians för Sverige) — შვედეთის ოთხი ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის გაერთიანება. კოალიციის ჩამოყალიბებით ცენტრისტებმა 2006 წლის 17 სექტემბერს პარლამენტში გამარჯვება შეძლეს და კოალიციური მთავრობის წევრები გახდნენ. 2010 წლის 19 სექტემბრის არჩევნებზე ალიანსმა მეორე არჩევნებშიც შეძლო გამარჯვება, მაგრამ მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის — შვედი დემოკრატების წარმატების გამო რიქსდაგში აბსოლუტური უმრავლესობით შესვლა ვერ მოახერხა.