საბჭოთა ბიოქიმიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე ივანეს ძე ოპარინი (რუს. Опарин, Александр Иванович; დ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1894, უგლიჩი — გ. 21 აპრილი, 1980, მოსკოვი) — საბჭოთა ბიოქიმიკოსი, რომელმაც შექმნა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერულად დასაბუთებული თეორია. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1969). ოპარინის უმთავრესი ნაშრომები ეძღვნება მცენარეული ნედლეულის გადამუშავების ბიოქიმიურ საფუძვლებს, ფერმენტების მოქმედებას მცენარეში, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. ოპარინის აზრით სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე ნახშირბადოვანი ნაერთების ევოლუციის შედეგია. ოპარინი იყო სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი (1970-დან, 1977-დან საპატიო პრეზიდენტი), ბულგარეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, კუბის, ესპანეთის, იტალიის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი და გერმანიის ბუნებისმეტყველების აკადემიის „ლეოპოლდინას“ წევრი. ლენინური (1974) და ალექსი ბახის სახელობის პრემიების ლაურეატი. 1979 წელს მიენიჭა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი. 1977 წელს სიცოცხლის წარმოშობის შემსწავლელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა ალექსანდრე ოპარინის სახელობის ოქროს მედალი. დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე საზღვარგარეთის ორდენებით და მედლებით.
ალექსანდრე ოპარინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 მარტი, 1894[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | უგლიჩი[5] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი, 1980[6] [7] [8] [2] [1] [9] [3] [4] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩის სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი და ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[10] და Bach Institute of Biochemistry RAS |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი[11] , სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, კალინგის პრემია[12] , Empresa de Ferrocarriles Ecuatorianos, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ლენინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, სამამულო ომის ორდენი და Q112134244?[13] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.