![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/35/Alexandrovsky_Palace_in_Tsarskoe_Selo.jpg/640px-Alexandrovsky_Palace_in_Tsarskoe_Selo.jpg&w=640&q=50)
ალექსანდრეს სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრეს სასახლე (რუს. Александровский дворец) — ცარსკოე-სელოს (ამჟამად ქ. პუშკინი) ერთ-ერთი საიმპერატორო სასახლე. აგებულია პალადიანური კლასიციზმის სტილში 1792-1796 წლებში. სასახლე ააშენეს ეკატერინე II-ის ბრძანებით, მისი შვილიშვილის ალექსანდრე I-ის ქორწინების აღსანიშნავად. სასახლის პროექტის ავტორია ჯაკომო კვარნეგი.
სწრაფი ფაქტები ალექსანდრეს სასახლე Александровский дворец, კოორდინატები ...
ალექსანდრეს სასახლე Александровский дворец | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები | 59.720953° ჩ. გ. 30.392508° ა. გ. / 59.720953; 30.392508 |
მდებარეობა | პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი |
არქიტექტორი | ჯაკომო კვარნეგი |
მოქანდაკე | ჯაკომო კვარნეგი |
სტილი | კლასიციზმი |
დაწყების თარიღი | 1792 |
დასრულების თარიღი | 1796 |
თარიღდება | 1792-1796 |
![]() |
დახურვა
სასახლე მდებარეობს ალექსანდრეს პარკში. იგი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.
XX საუკუნის დასაწყისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დროს სასახლე გახდა საიმპერატორო ოჯახის ძირითადი რეზიდენცია: იმპერატორი აქ ღებულბდა ელჩებს, აქ აღნიშნეს რომანოვების სამასწლიანი მმართველობა და ცარსკოე-სელოს 200 წლის იუბილე.