ალდანი (ქალაქი)
ქალაქი რუსეთში, რესბუბლიკა სახას (იაკუტიის) სამხრეთ ნაწილში / From Wikipedia, the free encyclopedia
ალდანი[3] (რუს. Алдан) — ქალაქი რუსეთში, რესპუბლიკა სახას (იაკუტიის) სამხრეთ ნაწილში; ალდანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 20 595 მცხოვრები (2018).[2] მდებარეობს ალდანის მთიანეთზე, რკინიგზის სადგურ ბერკაკიტიდან 290 კმ-ში, ამურო-იაკუტიის საავტომობილო გზაზე. წარმოიშვა 1923 წელს ოქროს საბადოს რაიონში, როგორც დაბა ნეზამეტნი. 1932 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი; 1939 წელს ეწოდა დღევანდელი სახელი. ქალაქში მდებარეობს ოქროს პირველაღმომჩენთა (ევენკი ოქროს მაძიებლის, მ. პ. ტარაბუკინისა და არტილერიის ხელმძღვანელის, ვ. პ. ბერტინის) ძეგლი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ქალაქი | |
---|---|
ალდანი რუს. Алдан[1] იაკუტ. Алдан | |
ქვეყანა | რუსეთი |
ფედერაციის სუბიექტი | სახა (იაკუტია)სახა (იაკუტია) |
რაიონი | ალდანი |
კოორდინატები | 58°36′00″ ჩ. გ. 125°23′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1923 |
ადრეული სახელები | ნეზამეტნი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1932 |
ფართობი | 33 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
ოფიციალური ენა | იაკუტური და რუსული |
მოსახლეობა | 20 595[2] კაცი (2018) |
სიმჭიდროვე | 627,2 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, უკრაინელები, იაკუტები და ევენკები |
სასაათო სარტყელი | UTC+9 |
სატელეფონო კოდი | +7 411 45 |
საფოსტო ინდექსი | 678900 |
ალდანი არის სამხრეთ იაკუტიის მთავარი სამთო-სამრეწველო ცენტრი (ოქროს და ქარსის მოპოვება). არის ხის გადამამუშავებელი („ალდანსკი დოკ“), კვების მრეწველობის („დემის“, „ალდანასჩიტა“) და სხვა საწარმოები; მანქანათსარემონტო ქარხანა; პოლიტექნიკუმი და სამედიცინო სასწავლებელი.[4]