![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Armeniadoma.jpg/640px-Armeniadoma.jpg&w=640&q=50)
ალბანური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანური სამზარეულო — ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო იტალიური და თურქული კულინარიის გავლენით. ალბანური სამზარეულო გამოირჩევა როგორც შავი წიწაკის ასევე ხმელთა შუა ზღვის ისეთი მცენარეების გამოყენებით როგორიცაა: ორეგანო, პიტნა, რეჰანი, როზმარინი. აქტიურად იყენებენ საქონლის ხორცს და თევზეულს. ბოსტნეული კულტურები ასევე თითქმის ყველა კერძში გამოიყენება.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Armeniadoma.jpg/320px-Armeniadoma.jpg)
ალბანელების მთავარი საჭმელი არის მეორე საუზმე. რომელიც ძირითადად შედგება მოშუშული ხორცისგან ან თევზისგან (gjellë). მთავარი კერძი არის ნელ ცეცხლზე მომზადებული ხორცი სხვადასხვა ბოსტნეულით, ასევე კიტრის და პომიდვრის სალათი, ბულგარული წიწაკა, ზეთის ხილი. სალათს აზავებენ მარილით ზეითუნის ზეთით და ძმრით ან ლიმონის წვენით.
მაღალმთიან რეგიონებში იყენებენ შებოლილ ხორცს და შინაურ პირობებში მომზადებულ კონსერვებს. ალბანურ სამზარეულოში ცხოველების შინაგან ორგანოები და თავიც გამოიყენება და დელიკატესად ითვლება. რძის ნაწარმი ძირითადად არ განიხილება ცალკე კერძად და მას ხშირად პურთან ან ალკოჰოლურ სასმელთან ერთად მირთმევენ. ზღვის პროდუქტები უფრო მეტად სანაპირო ქალაქებშია პოპულარული.