აზოტოვანი ოქსიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზოტოვანი ოქსიდი (აზოტის ოქსიდი[1] ან აზოტის მონოქსიდი) — უფერო აირი, ქიმიური ფორმულით . წარმოადგენს აზოტის ერთ-ერთ მთავარ ოქსიდს. აზოტოვანი ოქსიდი თავისუფალი რადიკალია, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია თავისუფალი ელექტრონი, რაც ხანდახან ქიმიურ ფორმულაში წერტილით გამოიხატება: ·NO. აზოტოვანი ოქსიდი ასევე ჰეტერობურთვული დიატომური მოლეკულაა. კლასი, რომელმაც მკვლევარებს უბიძგა ადრეული მოლეკულური ორბიტალური თეორიის ჩამოყალიბებისაკენ.[2]
აზოტოვანი ოქსიდი | |
ზოგადი | |
---|---|
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | უფერო აირი |
სიმკვრივე | 1.3402 გ დმ−3 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −164 °C |
დუღილის ტემპერატურა | −152 °C |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | 0.0098 გ/100მლ (0 °C) 0.0056 გ/100მლ (20 °C) გ/100 მლ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 10102-43-9 |
PubChem | 145068 |
EINECS | 233-271-0 |
SMILES |
|
RTECS | QX0525000 |
წარმოადგენს მნიშვნელოვან შუალედურ პროდუქტს ქიმიურ ინდუსტრიაში. წარმოიქმნება შიდაწვის ძრავებში და ასევე ატმოსფეროში ჭექაქუხილის დროს. ძუძუმწოვრებში, ადამიანის ჩათვლით, აზოტოვანი ოქსიდი სასიგნალო მოლეკულას წარმოადგენს მრავალ ფიზიოლოგიურ თუ პატოლოგიურ პროცესებში.[3] 1992 წელს დასახელებული იყო როგორც წლის მოლეკულა.[4] 1998 წლის ნობელის პრემია მედიცინაში ან ფიზიოლოგიაში გადაცემულ იქნა აზოტოვანი ოქსიდის როლის აღმოჩენისათვის კარდიოვასკულარულ სასიგნალო სისტემაში.
აზოტოვანი ოქსიდი არ უნდა აგვერიოს აზოტის ქვეოქსიდში (N2O), საერთო ანესთეზიაკში, ან აზოტის დიოქსიდში (NO2), ყავისფერ ტოქსიკურ აირში და ერთ-ერთ უმთავრეს ჰაერის დამაბინძურებელში.