From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Birinci vitse-prezidenti) — აზერბაიჯანის პრეზიდენტის შემდეგ, მეორე უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობა. ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაა.
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
აზერბაიჯანის გერბი | |
რეზიდენცია | ბაქო |
დამნიშვნელი | აზერბაიჯანის პრეზიდენტი |
დაარსდა | 2016 |
პირველი თანამდებობაზე | მეჰრიბან ალიევა |
თანამდებობა საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად შეიქმნა, რომელიც ამომრჩეველთა მიერ, 2016 წლის 26 სექტემბრის რეფერენდუმის დროს დამტკიცდა. მიმდინარე ცვლილება პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აირჩიოს ან გაათავისუფლოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა ვიცე-პრეზიდენტები თანამდებობიდან.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება იმ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგება ან ქმედუუნაროა. ამ თანამდებობის შექმნამდე, ეს მოვალეობა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ ქვეყანაში მეორე ადამიანია.[1] ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობაზე ყოფნის დროს, სარგებლობს იმუნიტეტით და არ შეიძლება მისი დაპატიმრება, ბრალის წაყენება ან განაჩენის გამოტანა, გარდა დანაშაულის ადგილზე დაკავების შემთხვევებისა. ვიცე-პრეზიდენტის ხელშეუხებლობა შეიძლება შეჩერებული იყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე.[2]
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება დაცვის სპეცსამსახურების დახმარებით.
იმისათვის, რომ პირი გახდეს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდებულია იყოს აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არ გააჩნდეს სხვა სახელმწიფოების მიმართ რაიმე ვალდებულება.[3]
2017 წლის 21 თებერვალს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა, ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.[4]
№ | სურათი | სახელი (დ.–გ.) |
თანამდებობაზე | პარტია | |
---|---|---|---|---|---|
თანამდებობა შეიქმნა 2016 წლის 26 სექტემბერს | |||||
ვაკანტური თანამდებობა (26 სექტემბერი 2016 – 21 თებერვალი 2017) | |||||
1 | მეჰრიბან ალიევა (დ. 1964) | 21 თებერვალი 2017 - დღემდე | ახალი აზერბაიჯანი | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.