![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Australian_Wine.jpg/640px-Australian_Wine.jpg&w=640&q=50)
ავსტრალიური ღვინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიური ღვინო — ავსტრალიაში წარმოებული ღვინო, რომელიც მსოფლიოში ღვინის უდიდესი ექსპორტიორია. დაახლოებით 800 მილიონიდან 1,2 - 1,3 მილიარდ ლიტრამდე ყოველწლიურად ექსპორტზე გადის საზღვარგარეთის ბაზრებზე. [1] ღვინის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ავსტრალიის ეკონომიკაში წარმოების, დასაქმების, ექსპორტისა და ტურიზმის გზით. [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Australian_Wine.jpg/320px-Australian_Wine.jpg)
ღვინო იწარმოება ყველა შტატში. 60–ზე მეტი დასახელებული ღვინის რეგიონით, ჯამში დაახლოებით 160,000 ჰექტარი უჭირავს ვენახს. ამასთან, ავსტრალიის ღვინის რეგიონები ძირითადად ქვეყნის სამხრეთ, გრილ ნაწილებში მდებარეობს. ვენახები განლაგებულია სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიაში, დასავლეთ ავსტრალიაში, ტასმანიასა და კუინზლენდში. თითოეულ ამ შტატში არსებული ღვინის რეგიონები აწარმოებენ სხვადასხვა ღვინის ჯიშებსა და სახეობებს. შესამჩნევია რეგიონებს შორის კლიმატური განსხვავებები, ტოპოგრაფია და ნიადაგის ტიპები. ძირითადი ჯიშებია უპირატესად შირაზი, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, მერლო, სემილონი, პინო ნუარი, რისლინგი და სოვინიონ ბლანი. ღვინოების ეტიკეტირება უმეტესად ხდება მათი ყურძნის ჯიშის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ღვინის არანაკლებ 85 პროცენტს უნდა შეადგენდეს.