![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/40/Pan_Am_Boeing_747-121_N732PA_Bidini.jpg/640px-Pan_Am_Boeing_747-121_N732PA_Bidini.jpg&w=640&q=50)
ავიაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავიაცია (ფრანგ. aviation < ლათ. avis — „ფრინველი“) — ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატებით დედამიწის მიმდებარე საჰაერო სივრცეში ფრენა. ცნება ავიაცია მოიცავს ავიაციის მომსახურე პირად შემადგენლობას, მატერიალურ ნაწილს (თვითმფრინავები, შვეულმფრენები, პლანერები და სხვა საფრენი აპარატები), ავიაბაზებს, აეროდრომებს, სპეციალურ სამსახურებს და სხვა. უსაფრთხო ფრენა უზრუნველყოფილია მართვის სპეციალური სისტემებით, სახმელეთო რადიოტექნიკური (მიმყვანი რადიოსადგურები, რადიოშუქურები, რადიოპელენგატორები, მარკერები, რადიონავიგაციის სისტემები, რადიოლოკაციური სადგურები), შუქტექნიკური (სახმელეთო და საბორტო) და პიროტექნიკური მოწყობილობებით. განასხვავებენ სამხედრო ავიაციას (სამხედრო-საჰაერო ძალები) და სამოქალაქო ავიაციას (სამოქალაქო-საჰაერო ფლოტი).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/40/Pan_Am_Boeing_747-121_N732PA_Bidini.jpg/640px-Pan_Am_Boeing_747-121_N732PA_Bidini.jpg)