![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/47/Adam_Sedgwick.jpg/640px-Adam_Sedgwick.jpg&w=640&q=50)
ადამ სეჯუიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამ სეჯუიკი (დ. 22 მარტი, 1785, დენტი, იორკშირი — გ. 27 იანვარი, 1873, კემბრიჯი) — ინგლისელი გეოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1821). კემბრიჯის ტრინიტი-კოლეჯის დამთავრების შემდეგ (1808), სადაც თეოლოგიასა და მათემატიკას სწავლობდა, გაიტაცა გეოლოგიამ. 1810 წლიდან იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ასისტენტი,[7] 1818–1872 წლებში — პროფესორი.[8] კემბრიჯის ფილოოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1818), ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (1818-დან, 1829–1831 წლებში პრეზიდენტი).[7] მისი ძირითადი შრომები ეხება დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და გერმანიის პალეოზოური ნალექების გეოლოგიის საკითხებს. 1835 წელს გამოყო კამბრიული სისტემა, 1839 წელს როდერიკ მერჩისონთან ერთად — დევონური სისტემა. 1903 წელს კემბრიჯში გაიხსნა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი.[8] დაჯილდოებულია ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის (1850) და ლონდონის სამეფო საზოგადოების გ. კოპლის (1863) მედლებით.[7]
ადამ სეჯუიკი | |
---|---|
ინგლ. Adam Sedgwick | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 22 მარტი, 1785(1785-03-22)[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | დენტი |
გარდ. თარიღი | 27 იანვარი, 1873(1873-01-27)[1] [2] [3] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი[4] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | გეოლოგი და პალეონტოლოგი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კემბრიჯის უნივერსიტეტი, Sedbergh School და ტრინიტის კოლეჯი |
განთქმული მოსწავლეები | ჩარლზ დარვინი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[5] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და უოლასტონის მედალი[6] |