From Wikipedia, the free encyclopedia
აგიხანი (ინგლ. Aguijan) — დაუსახლებელი კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ტინიანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Aguijan | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°51′13″ ჩ. გ. 145°33′34″ ა. გ. |
ფართობი | 7,10 კმ² |
სიგრძე | 4 კმ |
სიგანე | 1 კმ |
უმაღლესი წერტილი | 157 მ |
მუნიციპალიტეტი | ტინიანი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
კუნძული აგიხანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 8 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 3000 კმ-ში[2].
კუნძულ აგიხანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 4 კმ-ს, სიგანე — 1 კმ-ს[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 157 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 7,10 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].
აგიხანს ასევე უწოდებენ «თხების კუნძულს» იმიტომ, რომ ძველად მასზე არსებობდა მაცხოვრებლების მიერ შემოყვანილი თხების მცირე პოპულაცია. შემდგომში თხები გაიყვანეს აგიხანის კუნძულიდან[4].
XVII საუკუნის ბოლოს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მდებარეობდა იაპონელთა გარნიზონი[4].
2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის, აგიხანის კუნძულიც, დაუსახლებელია.[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.