From Wikipedia, the free encyclopedia
აგარა[4] — დაბა ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ქვენატკოცა). მდებარეობს მტკვრისა და ძამის შესართავთან, ასევე მტკვრის და ფცის შესართავთან. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 640 მ-ზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება - ქვენატკოცა, სამხრეთით - სამწევრისი და ახალსოფელი, აღმოსავლეთით - დოღლაური, დასავლეთით - მოხისი და ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვარი. იგი მდებარეობს ქარელიდან 6 კმ-ის, ხოლო თბილისის ჩრდილო-დასავლეთით 100 კმ დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1934 წელს. აგარა ცნობილია თავისი შაქრის კომბინატით (შპს „ქართული შაქარი“). აქ არის აგრეთვე კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, განათლების და კულტურის ობიექტები, რკინიგზის სადგური.
დაბა | |
---|---|
აგარა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | აგარა |
კოორდინატები | 42°02′10″ ჩ. გ. 43°49′30″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1934 |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3364[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 85,9 % აზერბაიჯანელები 8,4 % ოსები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 369[2] |
საფოსტო ინდექსი | 4500[3] |
სულხან-საბა ორბელიანს სიტყვა „აგარა“ განმარტებული აქვს, როგორც „სადგური საზაფხულო“, მაგრამ მოჰყავს მისი სხვა სინონიმიც - „ადგილი საყანური, გინა სავენახე, გინა დაბა“. დაბა აგარის სახელი ალბათ უფრო ამ უკანასკნელის შესატყვისია, ვინაიდან ნაკლებ სარწმუნოა, რომ გაშლილ ვაკეზე ოდესმე საზაფხულო აგარაკი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ უწინ დაბა აგარის მახლობლად მდებარე სოფელი დოღლაური აგარად იწოდებოდა. ასევე, ქარელის რაიონში (მდ. ძამის ხეობაში) ყოფილა სოფელი აგარა, რომელიც დღეს გაუქმებულია.
აგარას საფუძველი ჩაეყარა 1931 წ. შაქრის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშრებით. ის დაბად გადაკეთდა 1934 წ. XX ს. 90-იან წლებამდე აგარაში თავმოყრილი იყო ქარელის რაიონის მრეწველობის 70-80 %. მათ შორის იყო არა მხოლოდ შაქრის კომბინატი, არამედ საკონსერვო მრეწველობა, სარემონტო-მექანიკური ქარხნები და სხვ.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 3364 ადამიანი.
ეროვნული შემადგენლობით 85,9 % - ქართველია; 8,4 % - აზერბაიჯანელია; ხოლო 1,9 % - ოსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.