ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
აბულის ტბა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2176 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,9 კმ², აუზის ფართობი 8,3 კმ², საშუალო სიღრმე 0,9 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,4 მ.[2] ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არ აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.[3]
აბულის ტბა | |
---|---|
მთა დიდი აბული და აბულის ტბა (ივლისი, 2024) | |
კოორდინატები: 41°23′04″ ჩ. გ. 43°37′27″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2176 მ |
ფართობი | 0,9 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0,9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1,4 მ |
აუზის ფართობი | 8,3 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.