ფლორენციის რესპუბლიკა
ქალაქი სახელმწიფო აპენინის ნახევარკუნძულზე 1115-1532 წლებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენციის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica Fiorentina ან Repubblica di Firenze) — შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის სახელმწიფო, რომლის ცენტრიც მდებარეობდა ფლორენციაში.[1][2] რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოხდა 1115 წელს, როდესაც ფლორენციელი ხალხი მატილდა ტოსკანელის გარდაცვალების შემდეგ აჯანყდა ტოსკანის მარკის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს ფლორენციის ჩათვლით. ნაცვლად იმისა, რომ მატილდას მემკვიდრეს დამორჩილებოდნენ, ფლორენციელებმა შექმნეს კომუნა.[3] რესპუბლიკას მართავდა ფლორენციის სინიორიის სახელით ცნობილი საბჭო. სინიორიას ირჩევდა გონფალონერი (ქალაქის ტიტულოვანი მმართველი), რომელიც, თავის მხრივ, ყოველ ორ თვეში ერთხელ აირჩეოდა ფლორენციის გილდიის წევრთა მიერ.
ფლორენციის რესპუბლიკა Repubblica Fiorentina | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ფლორენციის რესპუბლიკა 1494 წელს. | |||||||||
ენა | ტოსკანური, იტალიური, ლათინური | ||||||||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
ფულის ერთეული | ფლორინი (1252–1533 წწ.) | ||||||||
მმართველობის ფორმა | ოლიგარქიული რესპუბლიკა | ||||||||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | იტალია | ||||||||
რესპუბლიკის ისტორია აჭრელებულია სხვადასხვა ფრაქციების წინააღმდეგ მიმართული გადატრიალებებითა და კონტრ-გადატრიალებებით. 1434 წელს კოზიმო მედიჩის ხელმძღვანელობით ქალაქზე მმართველობა მედიჩების ფრაქციამ მოიპოვა. მედიჩები ფლორენციაზე კონტროლს 1494 წლამდე ინარჩუნებდნენ. ჯოვანი მედიჩიმ (შემდეგში პაპი ლეო X) რესპუბლიკა ხელახლა დაიპყრო 1512 წელს.
ფლორენციამ მედიჩების მმართველობა კიდევ ერთხელ დაამხო 1527 წელს კონიაკის ლიგის ომის მსვლელობისას. 1531 წელს ქალაქის 11 თვიანი ალყის შემდეგ მედიჩებმა კიდევ ერთხელ აიღეს ხელში ძალაუფლება. რესპუბლიკური მთავრობა 1532 წელს დაიშალა, როდესაც პაპმა კლემენტ VII-მ ალესანდრო მედიჩი „ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგად“ დანიშნა, რამაც „რესპუბლიკა“ მემკვიდრეობით მონარქიად აქცია.[4]