ტურინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურინი (იტალ. Torino) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. პიემონტის ოლქისა და ტურინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 892,6 ათ. მცხოვრები (2015). ქალაქის აგლომერაცია 2,3 მილიონ მცხოვრებს ითვლის, რომელთაგან 1,7 მილიონი ურბანიზებულ ნაწილში ცხოვრობს. მდებარეობს პადანის დაბლობზე, დასავლეთ ალპების მთისძირში, მდინარე პოზე, ადგილზე, სადაც პოს უერთდება დორა-რიპანია. მსხვილი საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი (სიდიდით ქვეყანაში მესამეა). ქალაქში არის საერთაშორისო აეროპორტი ტურინ-კესელე (ალესანდრო პერტინის სახელობისა, 1953) და ედოარდო ანიელის სახელობის აეროპორტი (1916); მსუბუქი მეტრო (2006).[1]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტურინი იტალ. Torino | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | პიემონტიპიემონტი | ||||
პროვინცია | ტურინი | ||||
კოორდინატები | 45°04′00″ ჩ. გ. 7°40′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Chiara Appendino | ||||
ფართობი | 130,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 892 600 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 6983 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 011 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10100 | ||||
საავტომობილო კოდი | TO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.torino.it | ||||
დახურვა