სტინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
გორდონ მეთიუ სამნერი (ინგლ. Gordon Matthew Thomas Sumner, უფრო მეტად ცნობილი ზედმეტსახელით სტინგი (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი) (დ. 2 ოქტომბერი, 1951) — ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი.
სტინგი | |
---|---|
სტინგი 2018 წლის აპრილში. | |
დაბადების სახელი | გორდონ მეთიუ სამნერი |
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1951 (1951-10-02) (72 წლის) უოლსენდი, ინგლისი |
ალმა-მატერი | ჩრდილოეთ საგრაფოების საგანმანათლებლო კოლეჯი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, აქტივისტი, ქველმოქმედი |
აქტიური | 1971–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ფრენსის ტომელტი (იქ. 1976–84) ტრუდი სტაილერი (იქ. 1992) |
შვილ(ებ)ი | 6; მათ შორის ჯო, მიკი და ელიოტი |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ახალი ტალღა, ჯაზი, პოპი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა |
ლეიბლ(ებ)ი | A&M, Deutsche Grammophon, Universal Music Group |
ასოციაციები | The Police, Strontium 90, Dire Straits, ჩებ მამი, Curved Air, ებერჰარდ შენერი |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები |
Fender Precision Bass Fender Jazz Bass Fender Telecaster Bass |
საიტი | sting.com |
დაიბადა ქალაქ ნიუკასლში. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფ The Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი. მისი მუსიკა მოიცავს როკის, ახალი ტალღის, ჯაზის, პოპის ჟანრებს, თუმცა აგრეთვე შეიმჩნევა რეგის, კლასიკის, ნიუ ეიჯის და უორლდბიტის ელემენტები.[1] როგორც სოლო შემსრულებელი და The Police-ის წევრი, არის გრემის 16 ჯილდოს მფლობელი. აქედან პირველი იყო საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში, 1980 წელს. მას აგრეთვე მიღებული აქვს Brit-ის სამი (1994 წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის და 2002 წელს გამორჩეული წვლილისთვის[2]) ოქროს გლობუსის, ემის და ოსკარის სამი ჯილდო (ორიგინალური სიმღერისთვის). 2002 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში, ხოლო 2003 წელს, The Police-ის წევრის სახით - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბაკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2014 წელს სტინგი კენედის ცენტრის ჯილდოს მფლობელი გახდა.
The Police-თან ერთად სტინგი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად. სოლო შემსრულებლის და The Police-ის წევრის სახით მსოფლიოში 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.[3] 2006 წელს Paste-მა იგი 100 საუკეთესო არსებულ შემსრულებელს შორის 62-ე ადგილზე დაასახელა.[4]VH1-ის 100 უდიდესი როკ-შემსრულებლის სიაში მას 63-ე ადგილი ეკავა[5], ხოლო Q-ს XX საუკუნის 100 უდიდესი მუსიკალური ვარსკვლავის სიაში - #80.[6] იგი ცნობილი სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით. მათ შორის არიან კრეიგ დეივიდი („Rise & Fall“), ბრაიან ადამსი და როდ სტიუარტი („All for Love“), ისევე, როგორც რაი შებ მამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სტინგთან ჩაწერილი „Desert Rose“-ით.