სომხეთის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის გერბი (სომხ. Հայաստանի զինանշանը) — სომხეთის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. გერბი შედგება ჰერალდიკური ფარისა და ფარმჭერი ლომისა და არწივისაგან. ის აერთიანებს ძველ და ახალ სიმბოლოებს. არწივისა და ლომის უძველესი სომხური სიმბოლოები თარიღდება ქრისტეშობამდე არსებული უძველესი სომხური სამეფოების პერიოდით. მათ, ასევე, იყენებდნენ სომხეთის სამეფო დინასტიები.
სწრაფი ფაქტები სომხეთის გერბი, დეტალები ...
სომხეთის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 1992 წლის 19 აპრილს |
ფარი | ოთხად გაყოფილი, ცენტრში მცირე ფარით, რომელზეც გამოსახულია არარატი მწვერვალზე ნოეს კიდობნით. ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გაფრენილი ორთავიანი არწივი ლაჟვარდისფერ ფონზე; ზედა მარცხენა კუთხეში — სპილენძისფერი ლომი ჯვართან ერთად მეწამულ ფონზე; ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია გვირგვინოსანი სპილენძისფერი ლომი ჯვრით დაგვირგვინებული კვერთხითურთ მეწამულ ფონზე; ქვედა მარცხენა კუთხეში — ორი სპილენძისფერი არწივი წრის ფორმის ორნამენტითურთ ლაჟვარდისფერ ფონზე. |
ფარმჭერები | სპილენძისფერი ლომი (მარჯვნივ) და არწივი (მარცხნივ). |
სხვა ელემენტები | ფარის ქვეშ გამოსახულია გადაჯვარედინებული ხორბლის თავთავები და შეკრული ბუმბულები, მათ შორის კი ხმალია მოთავსებული ვადით ქვევით, რომელზეც გაწყვეტილი ჯაჭვია მიმაგრებული. უკანა პლანზე გამოსახულია სპილენძისფერი (ისევე, როგორც სხვა დეტალები) ლენტი.[1] |
დახურვა
არსებული გერბი მიიღეს 1992 წლის 19 აპრილს სომხეთის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 2006 წლის 15 ივნისს სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელმწიფო გერბის შესახებ.