სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
From Wikipedia, the free encyclopedia
„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ — 2014 წელს გამოსული კომედიური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია უეს ანდერსონი. სცენარზე ანდერსონი მუშაობდა ჰიუგო გინესთან ერთად, ფილმის სცენარის იდეა მათ შტეფან ცვაიგის რომანიდან აიღეს.
„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ | |
---|---|
რეჟისორი | უეს ანდერსონი |
პროდიუსერი |
უეს ანდერსონი ჯერემი დოუსონი სტივენ რეილსი სკოტ რუდინი |
სცენარის ავტორი |
უეს ანდერსონი ჰიუგო გინესი |
როლებში |
|
მუსიკა | ალექსანდრ დესპლა |
ოპერატორი | რობერტ იემენი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Fox Searchlight Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 100 წთ.[1] |
ქვეყანა | |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
23 მილიონი ევრო[3] (25 მილიონი აშშ დოლარი)[4] |
შემოსავალი | 174.8 მილიონი აშშ დოლარი |
ფილმში, რეიფ ფაინზი თავის თანამშრომელთან (ტონი რევოლორი) ერთად ცდილობს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, რადგან ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ფილმის გადაღებისთვის ფინანსების გაცემა გერმანულმა კინოკომპანიებმა ითავეს. მას გამოსვლისთანავე კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოჰყვა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმების BATFA დაჯილდოვების კონკურსზე ფილმმა 11 ნომინაცია (წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი) მოიპოვა, რითიც მან სხვა მონაწილე ფილმები დაჩრდილა.
ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში — საუკეთესო ფილმი კომედიის ან მუსიკის ჟანრში. ასევე წარდგენილი იყო ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალზე 9 ნომინაციაში (მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა). ფილმმა მოიპოვა ოსკარის 4 ჯილდო — ტანსაცმლის დიზაინი, მაკიაჟი, პროდუქციის დიზაინი, მუსიკა.