სანა
From Wikipedia, the free encyclopedia
სანა (არაბ. صنعاء; ასევე სანაა, სან‘ა’ ან სანა'ა) — იემენის დედაქალაქი და სანას მუჰაფაზის ცენტრი. მიუხედავად ამისა, ქალაქი ამ მუჰაფაზის ნაწილს არ წარმოადგენს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
სანა صنعاء | |
ქვეყანა | იემენი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
შიდა დაყოფა | Old City District, Shu'aub District, Assafi'yah District, Az'zal District, At Tahrir District, As Sabain District, Al Wahdah District, Ma'ain District, Ath'thaorah District და Bani Al Harith District |
კოორდინატები | 15°24′16″ ჩ. გ. 44°12′24″ ა. გ. |
მმართველი | პრეზიდენტი |
ფართობი | 3450±1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2200 მ |
მოსახლეობა | 2 545 000[1] კაცი (2017) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 01 |
ოფიციალური საიტი | http://www.sanaacity.com/ |
დახურვა
სანა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია. ამავე დროს, ის გაშენებულია ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქთა რიცხვს. 2017 წლის მონაცემებით სანას მოსახლეობა 2 545 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის იემენის უმსხვილესი ქალაქია. სანას ძველი ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქის ამ ნაწილს უნიკალური იერსახე გააჩნია, რაც უპირველესად განსხვავებული არქიტექტურის დამსახურებაა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია მრავალსართყლიანი ნაგებობები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია დეკორირებული.