ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა (აზერ. Naxçıvan Muxtar Respublikası) — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავი. ფართობი მოიცავს 5 500 კმ², მოსახლეობა შეადგენს 439 800 კაცს. ესაზღვრება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთით და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ).
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა Naxçıvan Muxtar Respublikası აზერბაიჯანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი |
||||||
ნახიჩევანის მდებარეობა
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ნახიჩევანი 40°22′ ჩ. გ. 49°53′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული | |||||
სხვა ენები | რუსული | |||||
ეთნოქორონიმი | ნახიჩევანელი | |||||
მთავრობა | ავტონომიური რესპუბლიკა | |||||
- | პარლამენტის თავმჯდომარე | (მ/შ) აზერ ზაინალოვი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | საბუჰი მამადოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | უმაღლესი მეჯლისი | |||||
დაარსება | ||||||
- | ნახიჩევანის ასსრ დაფუძნება | 9 თებერვალი 1924 | ||||
- | ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა | 17 ნოემბერი 1990 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 5,500 კმ2 | ||||
- | წყალი (%) | უმნიშვნელო | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასება | 439,800 | ||||
- | სიმჭიდროვე | 77 კაცი/კმ2 | ||||
აგი (2014) | 0.772[1] მაღალი |
|||||
ვალუტა | აზერბაიჯანული მანათი (₼) (AZN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | AZT (UTC+4) | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +994 36 | |||||
ISO 3166 კოდი | AZ | |||||
ინტერნეტ-დომენი | .az |
XVI საუკუნეში, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა სეფიანთა იმპერიის ნაწილი. 1828 წელს, ბოლო რუსეთ-სპარსეთის ომის და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, ნახიჩევანის სახანო გადავიდა ირანისგან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნახიჩევანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს. 1920 წლის ივლისში, ბოლშევიკებმა რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს და 28 ივლისს გამოაცხადეს ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ-თან „მჭიდრო კავშირში“. 1990 წლის იანვარში, ნახიჩევანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრკ-სგან, აზერბაიჯანში ნაციონალური მოძრაობის ჩახშობის საპასუხოდ და გახდა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო ერთი წლის შემდეგ შევიდა ახლადშექმნილი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის ავტონომიური ტერიტორიაა, რომელიც იმართება საკუთარი არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ. რეგიონი განიცდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შედეგებს, ხოლო მისი ექსკლავი — ქარქი დღემდე სომხეთის ოკუპაციის ქვეშაა. ადმინისტრაციული დედაქალაქია – ქალაქი ნახიჩევანი. 1995 წლიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერია ვასიფ თალიბოვი.[2]