მცხეთა-თბილისის ეპარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთა-თბილისის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი ეპარქია, რომლის მმართველიც ავტომატურად არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში და მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს დედაქალაქ თბილისის ტერიტორიებს.
მცხეთა-თბილისის ეპარქია | ||
სვეტიცხოველი | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
---|---|---|
ქვეყანა : | საქართველო | |
ფართობი : | მცხეთა - 805 კმ² თბილისი -720 კმ² | |
მოსახლეობის რაოდენობა : | მცხეთა 47 711 კაცი; თბილისი - 1 108 717 კაცი (2014) | |
ეპარქიალური ცენტრი : | მცხეთა, თბილისი | |
საკათედრო ტაძარი : | სვეტიცხოველი | |
მეორე საკათედრო ტაძარი : | სიონის ტაძარი | |
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი | |
მმართ. ეპისკოპოსი : | ილია II |
იგი ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთის სამთავარეპისკოპოსოს (დაარსდა 326 წ.) და თბილისის საეპისკოპოსოების (დაარსდა V საუკუნის მეორე ნახევარში) შერწყმის შედეგად წარმოიშვა 1920 წელს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, 1920 წლის 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, დასავლეთიდან - სამთავისისა და კასპის ეპარქია, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის ეპარქია, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთიდან - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.