თასების კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
თასების კულტურა (ასევე ზარისებრი თასების კულტურა, თასების ადამიანები ან თასების ხალხი; გერმ. Glockenbecherkultur; ინგლ. Beaker culture) — ძვ. წ. 2800 - 1800[2][3] პერიოდში გავრცელებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც დაახლოებით ენეოლითის ხანიდან ადრეულ ბრინჯაოს ხანამდე მოიცავდა დასავლეთ ევროპას. ტერმინი კულტურისთვის დამახასიათებელი თიხის თასების მიხედვით შემოიღო ჯონ აბერკრომბმა (შოტლანდიელი არქეოლოგი).