დოჰა
From Wikipedia, the free encyclopedia
დოჰა (الدوحة) — კატარის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. ნავსადგური სპარსეთის ყურის ნაპირზე, კატარის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 956 460 ადამიანს.[1] ქალაქში განლაგებულია ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების შტაბ-ბინები, როგორებიცაა: „Qatar Petroleum“, „Qatargas“ და „RasGas“. ჰავა მეტად ცხელია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38° C-ზე მაღალია, ნალექებიც იშვიათია. ზაფხულში ტემპერატურა უდრის 50° C-ს, ზოგჯერ უფრო მეტს. ზამთარი თბილია, ამ დროს ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის 7° C-ზე დაბლა.
ქალაქი | |
---|---|
დოჰა الدوحة | |
ქვეყანა | კატარი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 25°17′12″ ჩ. გ. 51°32′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1825 |
ფართობი | 132 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 956,460 კაცი (2015) |
სიმჭიდროვე | 7,200 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +974 |
ოფიციალური საიტი | https://visitqatar.com/intl-en/about-qatar/doha, https://visitqatar.com/qa-ar/about-qatar/doha, https://visitqatar.com/fr-fr/about-qatar/doha, https://visitqatar.com/es-es/about-qatar/doha, https://visitqatar.com/it-it/about-qatar/doha, https://visitqatar.com/de-de/about-qatar/doha, https://visitqatar.com/tr-tr/about-qatar/doha და https://visitqatar.com/cn-zh/about-qatar/doha |
დოჰა დაარსდა 1820-იან წლებში. იგი ქვეყნის დედაქალაქად ოფიციალურად 1971 წელს გამოცხადდა, როდესაც კატარმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთის პროტექტორატისგან.[2] როგორც კატარის კომერციული დედაქალაქი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი განვითარებადი ფინანსური ცენტრი, გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ, დოჰა ითვლება ბეტა დონის გლობალურ ქალაქად.
ქალაქმა უმასპინძლა არაერთ სპორტულ ღონისძიებას, მათ შორის, 2006 წლის აზიის თამაშებს, 2011 წლის პან-არაბულ თამაშებსა და 2011 წლის AFC აზიის თასს. 2011 წლის დეკემბერში, მსოფლიო ნავთობპროდუქტების საბჭომ დოჰაში ჩაატარა ნავთობის მე-20 მსოფლიო კონფერენცია.[3]