გვატემალა (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გვატემალა (ესპ. Guatemala) — გვატემალის დედაქალაქი. ცენტრალური ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით.[2] ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, მთის ხეობაში, რომელსაც უწოდებენ „ვალე-დე-ლა-ერმიტას“. დადგენილია, რომ მისი მოსახლეობა ერთი მილიონია. ქალაქი გვატემალა აგრეთვე არის გვატემალას მუნიციპალიტეტისა და გვატემალას დეპარტამენტის დედაქალაქი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვატემალა (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გვატემალა Guatemala | |||||
| |||||
ქვეყანა | გვატემალა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
დეპარტამენტი | გვატემალაგვატემალა (დეპარტამენტი)| გვატემალა | ||||
კოორდინატები | 14°37′22″ ჩ. გ. 90°31′53″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ალვარო არსუ | ||||
დაარსდა | 25 ივლისი, 1524[1] | ||||
პირველი ხსენება | 1773 | ||||
ფართობი | 692 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1602 მ | ||||
მოსახლეობა | 1 010 253 კაცი (2006) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1001–1073 | ||||
ოფიციალური საიტი | muniguate.com | ||||
ესპანელების მიერ გვატემალას დაპყრობის შემდეგ დაარსდა ახალი ქალაქი და აღნიშნული დასახლება 1776 წელს გვატემალას სამეფოს დედაქალაქი გახდა. 1847 წელს გვატემალამ დამოუკიდებლობა თავადვე გამოაცხადა, ხოლო მის დედაქალაქი გვატემალა გახდა. 1917-1918 წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა.
დღეს, ქალაქი გვატემალა არის გვატემალას პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქს ემსახურება „ლა-აურორას“ საერთაშორისო აეროპორტი.