ბრუნეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 431 142 ათ. (2019) დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.
ბრუნეი დარუსალამი ბრუნეის სახელმწიფო بروني دارالسلام Negara Brunei Darussalam ბრუნეი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: ღმერთო დალოცე სულთანი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბანდარ-სერი-ბეგავანი 4°55′ ჩ. გ. 114°55′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | მალაიური | |||||
მთავრობა | აბსოლუტური ისლამური სასულთნო | |||||
- | სულთანი | ჰასანალ ბოლკიაჰი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 5 765 კმ2 (172-ე) | ||||
- | წყალი (%) | 8,6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 415 717 [1] (175-ე) | ||||
- | 2001 აღწერა | 332 844 | ||||
- | სიმჭიდროვე | 67,3 კაცი/კმ2 (127-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2015 შეფასებით | |||||
- | სულ | $25.245 მილიარდი[2] (116-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $54,537[2] (10-ე) | ||||
აგი (2014) | 0.856[3] (მაღალი) (31-ე) | |||||
ვალუტა | ბრუნეული დოლარი (BND ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+08:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BRN | |||||
Internet TLD | .bn | |||||
სატელეფონო კოდი | 673 |
ეტიმოლოგია
ბრუნეი დააარსა ავანგ ალაკ ბეთატარმ ა, რომელმაც 1363 წელს მიიღო ისლამი და მუჰამედ შაჰის სახელით გახდა ბრუნეის პირველი სულთანი. ლეგენდის თანახმად, ავანგ ალაკ ბეთატარმა, მოგზაურობის დროს, აღმოაჩინა ადრე უცნობი მდინარის სათავე და შესძახა: „ბარუ ნაჰ!“ (ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „აქ!“), საიდანაც წარმოიშვა მდინარის სახელი, ხოლო მოგვიანებით - სასულთნო. შემდგომში სახელწოდება გადაკეთდა როგორც „“არუნაი“, შესაძლოა სანსკრიტული სიტყვის „varun“ (वरुण) გავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს „ოკეანეს“ ან მითოლოგიურ „ოკეანის ბატონს“.
ქვეყნის სრული სახელით - „ნეგარა ბრუნეი დარუ-ს-სალამი“ (არაბულად: دار السلام) - „დარუ-ს-სალამი“ ნიშნავს „მშვიდობის სახლი“, ხოლო „ნეგარა“ მალაურ ენაზე ნიშნავს „ქვეყანას“.
დასავლეთისათვის, ბრუნეის სსასულთნო ცნობილი გახდა XVI საუკუნეში, როდესაც 1550 წლის ჩანაწერებში იტალიელმა მოგზაურმა ლუდოვიკო ვარტემამ პირველად მოიხსენია ქვეყანა კუნძულ ბორნეოზე მოგზაურობის დროს.