ბაღდადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაღდადი (არაბ. بغداد) — ერაყის დედაქალაქი (1921-დან) 5.672.516 მცხოვრებით (2005 წლის 1 იანვრის მონაცემებით). გაშენებულია მდინარე ტიგროსის ნაპირებზე, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. არის ბაღდადის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაღდადი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბაღდადი بغداد | |||
| |||
ქვეყანა | ერაყი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 33°20′00″ ჩ. გ. 44°26′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | საბირ ალ-ისავი | ||
დაარსდა | 762[1] | ||
ფართობი | 734 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||
მოსახლეობა | 7,000,000 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 34,280 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | ||
საფოსტო ინდექსი | 10001–10090 | ||
ოფიციალური საიტი | https://amanatbaghdad.gov.iq | ||
დახურვა
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ერაყის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ბაღდადში მდებარეობს ქვეყნის ხელისუფლება, ყველა რელიგიური და ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულება, დიპლომატიური წარმომადგენლობები. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-საკვანძო ქალაქია. აქვე მდებარეობს უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები.
ბაღდადი დააარსა ხალიფა ალ-მანსურმა 762 წელს და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად.