ბანგკოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგკოკი (ოფიციალურად ტაი. กรุงเทพมหานคร კრუნ თხეფ მაჰა ნახონი[2] — სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ) — ტაილანდის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ჩაო-ფრაიას ნაპირებზე, ტაილანდის ყურესთან. ბანგკოკის ფართობი 1,4668 კმ²-ია. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 280 925 ადამიანს შეადგენდა;[1] მისი კოორდინატებია: ჩ. გ. 13°45 და ა. გ. 100°31.
ბანგკოკი กรุงเทพมหานคร | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
---|---|---|---|---|---|
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 13°45′00″ ჩ. გ. 100°31′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Chadchart Sittipunt | ||||
დაარსდა | 21 აპრილი, 1782 | ||||
ფართობი | 1,568.737 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 8 280 925[1] კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 5,258.60 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 14,565,520 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10### | ||||
ოფიციალური საიტი | bma.go.th | ||||
ბანგკოკი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება სინგაპურსა და ჰონკონგს. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ღირშესანიშნაობებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობას სხვა დანარჩენთან ფაქტორებთან ერთად ასევე შედარებითი სიიაფეც განაპირობებს. ბანგკოკი მუდმივად ხვდება ტურისტული დანიშნულების ადგილების საერთაშორისო რეიტინგების სათავეებში. მისი მთავარი ღირშესანიშნაობებია წითელი ფარნების კვარტალები, დიდი სასახლე და ბუდისტური ტაძრები.