აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Eastern Hunter-Gatherer; EHG), აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის მეზოლითის მონადირე-შემგროვებლების წარმომავლობას.[1] მეზოლითის ხანაში დასავლეთ მონადირე-შემგროვებლის განსახლების არეალი, ბალტიის ზღვიდან ურალის მთებამდე და პონტურ-კასპიურ სტეპამდე ვრცელდებოდა.[2]
სკანდინავიელ მონადირე-შემგროვებლებთან (SHG) და დასავლეთ მონადირე-შემგროვებლებთან (WHG) ერთად, აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებელი (EHG) შეადგენს პოსტ-გამყინვარების პერიოდის ადრეულ ჰოლიცენიური ევროპის სამიდან ერთ-ერთ გენეტიკურ ჯგუფს.[3] WHG-სა და EHG-ს შორის საზღვარი უხეშად იყოფოდა ქვემო დუნაისთან, ჩრდილოეთით კი, დნეპრისგან დასავლეთით მდებარე ტყეებით, ბალტიის ზღვის მიმართულებით.[4]
ჰააკ და სხვების (2015) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლს 75% უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიულის (ANE) და 25% დასავლეთ მონადირე შემგროვებლის (WHG) წარმომავლობა გააჩნია, და თავადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთის მონადირე-შემგროვებლისა და სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლის (WHG-სა და EHG-ს ნარევი) წარმომავლობაზე. ვანგი და სხვების (2018) თანახმად მათი წარმომავლობის 9% ANE-ს, ხოლო 91% იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ენათესავებოდა, თუმცა გამოირჩეოდა WHG-სგან.[5] ნეოლითისა და ადრეული ენეოლითის ხანაში, პონტურ-კასპიური სტეპის აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლება ჩამოაყალიბეს იამნაიას კულტურა, მას შემდეგ რაც ისინი შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს (CHG).[6] იამნაიას კულტურამ და მისმა მემკვიდრეებმა, სავარაუდოდ, წამოიწყეს მასიური მიგრაცია, რამაც ევრაზიის ფართო ტერიტორიაზე ინდოევროპული ენების გავრცელება გამოიწვია.