ანდრონოვოს კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრონოვოს კულტურა — ბრინჯაოს ხანის კულტურების ერთობლიობა, რომლებიც განვითარებული იყო ძვ. წ. 2000–900 წლებში დასავლეთ ციმბირსა და აზიურ ველზე.[1] მისი უფრო სწორი არქეოლოგიური განსაზღვრებაა კულტურული ფენა.
ადრინდელი შინტაშტური კულტურა (ძვ. წ. 2100–1800) აღარ მიიჩნევა ანდრონოვოს კულტურად, არამედ მის წინამორბედად, თუმცა შედის ანდრონოვოს კულტურულ ფენაში.
მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანდრონოვოს კულტურის მომცველ ტერიტორიაზე ძირითადად ინდოირანულ ენებზე საუბრობდნენ.