ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები
From Wikipedia, the free encyclopedia
ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები (ინგლ. Early European Farmers; EEF), პირველი ევროპელი მიწათმოქმედები (FEF), ნეოლითური ევროპელი მიწათმოქმედები ან ძველი ეგეოსელი მიწათმოქმედები (ANF) — ტერმინი, რომელიც არქეოგენეტიკაში აღნიშნავს ევროპის ადრეული ნეოლითის ხანის მიწათმოქმედებისგან წარმომავლობას.
ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წინაპრები დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან (WHG) დაახლ. 43.000 წლის წინ, ხოლო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან (CHG) დაახლ 23.000 წლის წინ გამოეყვნენ. როგორც ჩანს ძვ. წ. VII ათასწლეულში ისინი, დიდი რაოდენობით, ანატოლიიდან ბალკანეთში გადასახლდნენ, სადაც მათ სრულიად ჩაანაცვლეს დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები (WHG). ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების Y დნმ-ი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდა G2a-ს, და ნაკლებად H, T, J, C1a2 და E1b1, მაშინ როცა მაშინ როცა მათი მიტოქონდრიული დნმ-ი უფრო მრავალფეროვანია. ბალკანეთში ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები ორ ფრთად დაიყვნენ, ერთი რომელიც დასავლეთით დაიძრა დუნაის (Linear Pottery culture) მიმართულებით ევროპაში, ან დასავლეთით ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ (Cardial Ware). ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიერ არ იყო ათვისებული. შუა ნეოლითის ხანაში, მრავალ ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების თემში, აღინიშნება დასავლეთ მონადირე-შემგროვებლების (WHG) მამისეული წარმომავლობის მომატება, რამაც ფაქტობრივად მათ შორის მონადირე-შემგროვებელი მამისეული ჰაპლოჯგუფების სიხშირის მატება მოჰყვა.
ენეოლითსა და ადრეულ ბირნჯაოს ხანაში, ევროპის ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების კულტურები პონტურ-კასპიური სტეპიდან მიგრირებული დასავლეთის სტეპის მესაქონლეების (WSH) მიერ იქნა ძლეული, რომლებიც თავად აღმოსავლეთ მონადირე-შემგროვებლებისა (EHG) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების (CHG) ნარევს წარმოადგენდნენ. ამ შემოსევამ განაპიროა ევროპაში ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების Y დნმ-ის თითქმის სრული ჩანაცვლება EHG/WSH-ის Y დნმ-ით (ძირითადად R1b და R1a). მიუხედავად ამისა, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიტოქონდრიული დნმ ისევ გავრცელებულია, რაც EHG/WSH მამრების და ადრეული ევროპელი მიწათმოქმედ (EEF) მდედრებთან შერევაზე მიუთითებს. დასავლეთ სტეპის მესაქონლეების ჩრდილოეთ ევროპასა და უკან ევრაზიის სტეპებში შემდგომი მიგრაციების შედეგად, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიტოქონდრიული დნმ ევრაზიის სხვა ნაწილებშიც გაიფანტა.
ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების წარმომავლობა რჩება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში ის აღწევს 60%-მდე (მაქსიმუმი 85%-ს აღწევს კუნძულ სარდინიაზე) და მცირდება ჩრდილოეთით ბალტიის ზღვის მიმართულებით, სადაც ის 30%-მდე აღწევს.