Tesla, Inc.
ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია / From Wikipedia, the free encyclopedia
Tesla, Inc (ადრე Tesla Motors, Inc.) — ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიაში.[5] კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში. 2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქციას.
კომპანიის ლოგო | |
კომპანიის შტაბ-ბინა ოსტინში, ტეხასში, აშშ | |
ყოფილი სახელწოდება |
Tesla Motors, Inc. (2003–2017) |
---|---|
ტიპი | საზოგადო |
დაფუძნდა | 1 ივლისი, 2003; 20 წლის წინ (2003-07-01)[1] |
დამაარსებელი |
|
პროდუქცია |
|
შემოსავალი | 21.461 მილიარდი აშშ დოლარი (2018)[2] |
საწარმოო შემოსავალი | -0.388 მილიარდი აშშ დოლარი (2018)[2] |
სუფთა მოგება | −0.976 მილიარდი აშშ დოლარი[2] |
მფლობელი | ილონ მასკი (21.9%)[3] |
თანამშრომელი | 45,000 (2018)[4] |
შვილობილ(ებ)ი |
|
საიტი | tesla.com |
კომპანია „Tesla“ დაარსდა 2003 წლის ივლისში, ბიზნესმენების მარტინ ებერჰარდის და მარკ ტრაპენინგის მიერ „Tesla Motors“-ის სახელით. კომპანიის სახელწოდება მომდინარეობს ფიზიკოს ნიკოლა ტესლას სახელისგან. კომპანიას დაფინანსების ადრეულ ეტაპზე შემოუერთდნენ ილონ მასკი, ჯეფრი ბრაიან შტრობელი და იან რაიტი. მიუხედავად ამისა, თავად კომპანია ამ უკანასკნელთ თანადამფუძნებლებად მიიჩნევს.[6][7] 2017 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა „Tesla“.