SARS-CoV-2
ვირუსის სახეობა, რომელიც 2019-20 წლებშ ეპიდემიის მიზეზი გახდა / From Wikipedia, the free encyclopedia
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2),[1][2] წარსულში ცნობილი დროებითი სახელით 2019 ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)[3][4] — დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსი.[5][6] არის ადამიანებს შორის გადამდები და იწვევს ამჟამად მიმდინარე 2019-2020 წლის კორონავირუსულ პანდემიას, პანდემიურ კორონავირუსულ დაავადება 2019-ს (COVID-19), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა.[7][8]
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) | ||||||||
ახალი კორონავირუსის აგებულება | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
SARS-CoV-2 | ||||||||
|
SARS-CoV-2-ს აქვს ახლო გენეტიკური მსგავსება ღამურის კორონავირუსებთან და სათავესაც სავარაუდოდ ამ ცხოველებისგან იღებს.[9][10][11] ადამიანებში გავრცელების შუამავალ ცხოველად მიჩნეულია პანგოლინი.[12] ტაქსონომიული გადმოსახედიდან, SARS-CoV-2 კლასიფიცირებულია მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსების (SARSr-CoV) სახეობად. დაავადება SARS-თან აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ვირუსს უწოდებს „COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს“.[13]